დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჭიროა თუ არა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში
2012/02/01 12:47:09

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა პროექტის „დასავლეთ საქართველოს სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდია“ ფარგლებში (რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით), საჯარო დისკუსია გამართა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში. დისკუსიის თემა იყო „ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში.“

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მოწვეული ექსპერტი გიგლა აგულაშვილი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ქუთაისის უნივერსიტეტის“ პროფესორ-მასწავლებლები, მოსამართლეები, ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, სტუდენტები, საკითხით დაინტერესებული სხვა პირები. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ინფორმირება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების შესახებ და დისკუსიის გამართვა აღნიშნული ინსტიტუტის დადებით და უარყოფით მხარეებზე.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი წარადგინა სამართალმცოდნეობის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტმა ლევან ვეფხვაძემ.

„2010 წლის პირველი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. აქამდე საზოგადოების ნაწილს გააჩნდა კითხვა, გაამართლებდა თუ არა აღნიშნული ინსტიტუტი. ამ შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს იყო, თუმცა ბევრი საკითხი კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. მაგალითად, ნაფიცების სოციალური და უსაფრთხოების დაცვა. დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ, რადგან ძალიან კარგი აუდიტორია და მომხსენებლები იყვნენ დარბაზში, დაფიქსირდა ნაფიცი მსაჯულების დადებითი და უარყოფითი მხარეები და აუდიტორიამ ისეთი კითხვები დასვა, რომელზეც აუცილებლად უნდა გაამახვილოს კანონმდებელმა ყურადღება. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედება საზოგადოების ჩართულობას და უსაფრთხოების დაცვას შეუწყობს ხელს.“ - განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია სამართლის დოქტორმა ია ჩხეიძემ განავრცო:

„ნაფიც მსაჯულებს აქვთ უფლება, გამოიტანონ გამამტყუნებელი ვერდიქტი. თუკი ვერ გამოაქვთ ეს ვერდიქტი, ამ შემთხვევაში ითვლება მხარე გამამტყუნებლად. მიმაჩნია, რომ ეს არის არასწორი. თუნდაც მოვიყვანოთ ინგლისის მაგალითი - იქ არსებობს სპეციალური ვერდიქტი, შეუძლიათ ნაფიც მსაჯულებს, გაამართლონ ან გაამტყუნონ, მაგრამ დადგენილად მიიჩნიონ გარკვეული ფაქტები, შემდეგ მოსამართლემ გადაწყვიტოს, არის თუ არა პირი დამნაშავე.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1714
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია