დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სახალხო კრება“ ქუთაისის მერიისგან კუთვნილი ბანერის დაბრუნებას ითხოვს
2011/03/03 13:11:24

2 მარტს „სახალხო წარმომადგენლობითი კრების“ ქუთაისის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 17 იანვარს მათსავე ოფისში მომხდარ ფაქტზე ისაუბრეს, რომელიც მერიის სამსახურების მიერ მათი კუთვნილი ბანერის წართმევა-მიტაცებას შეეხებოდა.

„ქუთაისში „სახალხო კომიტეტის“ დაარსებამდე, 17 იანვარს, ქალაქის თვითმმართველობიდან და კეთილმოწყობის სამსახურიდან შემოიჭრნენ და გაიტაცეს ოფისის კერძო საკუთრება – ბანერი. აღსანიშნავია, რომ ბანერი არ ყოფილა იმ მომენტისთვის გაკრული და მათ აქტიც კი არ შეუდგენიათ წაღების დროს, რადგანაც ის კერძო საკუთრებაა, რომლის უკანონოდ წართმევა ძალადობა და ხულიგნობაა. ამასთან დაკავშირებით მივმართეთ ქალაქის მერს, ქუთაისის სახალხო დამცველის ოფისს, მაგრამ დღემდე რეაგირება და პასუხი არ მიგვიღია, რითაც დაარღვიეს კიდევ ერთი კანონი, რომელიც საჯარო ინფორმაციის გაცემას შეეხება. ამას სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ, თუ არა „პატარა კაცების“ თამაში? ამ ქალაქში არ შეიძლება „პატარა კაცები“ ამგვარად თამაშობდნენ,“ – განაცხადა „სახალხო წარმომადგენლობითი კრების“ ქუთაისის ოფისის თავმჯდომარემ  შოთა ოჩიგავამ.

ბრიფინგზე კონკრეტული სახელი და გვარიც დასახელდა, კერძოდ ქალაქის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ანდრო მაღლაკელიძე, რომლის ოფისში მისვლის ფაქტს კომიტეტის წევრები ადასტურებენ. ერთ-ერთი მათგანის მანანა მანაგაძის თქმით, „ბატონი ანდრო მოვიდა და ასე გვითხრა – „ისღა გვაკლია, სახალხო კრების ბანერებით აგაჭრელებინებთ ქალაქსო“. მე ვუთხარი, არ მოკიდოთ ხელი, რადგანაც, როგორც ყველა პარტიას, ჩვენც გვაქვს ჩვენი ატრიბუტები და კანონით მათი გამოყენების უფლება. თუ უკანონობას ჩავდივართ, მაშინ შეგიძლიათ, აკრძალვები დაგვიწესოთ.  ამ დროს ჩვენს ოფისთან მოყვანილი ჰყოლიათ ზონდერ-ჯგუფები, რომლებიც შემოვიდნენ და ყოველგვარი აქტის გარეშე წაიღეს ჯერ კიდევ ცარიელი ბანერი. რამდენადაც ვიცი, ეს ბანერი დღეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში უნდა იყოს ბატონ ჯიქიასთან. ველოდებით პასუხს, რატომ არ გვიბრუნებენ, მაგრამ არავინ გვეხმაურება.“

ზემოთ აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით მივმართეთ მერიის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელს ანდრო მაღლაკელიძეს, რომელმაც ყოველივე უარყო.

ანდრო მაღლაკელიძე: „მე არაფერი ვიცი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. საიდან მოიტანეს, რომ იქ ვიყავი, არ მესმის“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1859
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია