დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცესკომ არჩევნების საერთაშორისო დღე აღნიშნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2023/02/04 00:09:55

 

 

 არჩევნების საერთაშორისო დღის აღნიშვნა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდებთან შეხვედრით დაიწყო. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ახალგაზრდებს სიტყვით ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მიმართა. მან საარჩევნო პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობასა და ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებულ სიახლეებზე ისაუბრა.  

 

„არჩევნების საერთაშორისო დღე რამდენიმე მიზანს ემსახურება, ეს არის არჩევნების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება და ყველა იმ სიახლისა და მოვლენის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. საქართველოს არჩევნების ჩატარების საინტერესო გამოცდილება აქვს, გავიარეთ განვითარების სხვადასხვა ეტაპი. მივედით იქამდე, რომ 2024 წელს და შემდგომ, ყოველი მომდევნო არჩევნებისას, ქვეყანაში გამოყენებული იქნება ტექნოლოგიები. სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდებთან ერთად აღვნიშნოთ არჩევნების საერთაშორისო დღე, მივაწოდოთ მათ ინფორმაცია ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, რომელიც უკანასკნელი საარჩევნო რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

 

ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდები პირადად გაეცნენ ელექტრონულ საარჩევნო ტექნოლოგიებს. მათ მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაში და  პრაქტიკაში გამოცადეს ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა.

 

დღესვე, არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციაში გაწეული სამსახურისთვის ცესკოს აპარატის, სწავლების ცენტრისა და საოლქო საარჩევნო კომისიების იმ 70 თანამშრომელს გადაუხადა მადლობა, რომლებიც ცესკოში 15 წელზე მეტია მუშაობენ. მადლობის სიგელი ასევე გადაეცა მენტორინგის პროგრამაში ჩართულ სამ საუკეთესო მენტორს.

 

არჩევნების საერთაშორისო დღე ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) ინიციატივით 2005 წლიდან ყოველ წელიწადს, თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 151
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია