დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიკრო გრანტიდან სესხის უზრუნველყოფის პროგრამამდე - სკიჯის სახლი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/10/20 18:53:14

მცირე საოჯახო ბიზნესიდან, მაღალი სტანდარტების შესაბამის ბიზნესამდე ამხანაგობა ,,სკიჯის სახლმახანგრძლივი და შრომატევადი გზა გაიარა. სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოშისაგრანტო პროგრამის ხელშეწყობით, სკიჯის დამფუძნებლებს სტიმული მიეცათ დაეტოვებინათ ქალაქი და საკუთარი საქმიანობის უკეთ განვითარებისთვის, საცხოვრებლად, ჩოხატაურის რაიონ სოფელ ხიდისთავში გადასულიყვნენ.


,,სააგენტოს საგრანტო პროგრამის გარეშე ბიზნეს ვერ და არც დავიწყდებდით. 2015 წელს პირველი გრანტით, 5000 ლარით, ჩირის წარმოებისთვის დავფინანსდით. ამ გამარჯვებამ გამბედაობა მოგვცა დავბრუნებულიყავით იმ ადგილას, სადაც მხოლოდ შვებულებასა და არდადეგებს ვატარებდით. საქმიანობის განვითარების პროცესში ახალი იდეაც გაჩნდა, გაგვეკეთებინა საოჯახო ტიპის სასტუმრო. 2017 წელს, ოჯახის ორი წევრის გაერთიანებით, კიდევ ერთი 10 ათას ლარიანი გრანტი მოვიპოვეთ. ახალი ტურისტული ადგილის გამოჩენა შავიზღვისპირეთში ჩამოსული ტურისტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. გურულ ოჯახში ცხოვრება, საოჯახო საქმიანობაში მონაწილეობა და საგრანტო პროგრამით დაფინანსებული ჩირის წარმოების გაცნობა კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა ტურისტებისთვის. განსაკუთრებით ინტერესდებიან ადგილობრივი კერძების მასტერკლასებით, რომელსაც ჩვენ ვუტარებთ.“ - დარეჯან ბერძენიშვილი, “სკიჯისდამფუძნებელი.

2022 წლამდე სასტუმროს მფობელებმა შეძლეს ბიზნესის სტაბილური განვითარება, თუმცა მათი მცირე აქტივი, რომელიც საცხოვრებელ სახლსა და მის გარშემო ეზოს მოიაზრებდა, საკმარისი არ აღმოჩნდა ბანკთან თანამშრომლობისთვის. ,,სკიჯის სახლმასაჭირო თანხის მობილიზებისთვის სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოშისაკრედიტო-საგარანტიო სქემით ისარგებლა, რაც მცირე ბიზნესისთვის სახელმწიფოსგან საკრედიტო გარანტიის გაცემას გულისხმობს.

სააგენტოს საკრედიტო-საგარანტიო სქემით მიღებული სესხი კოტეჯების აშენებასა და მოწყობას მოხმარდება, რისი სამუშაოებიც უკვე დაწყებულია. საცხოვრებელ სახლში მცირე გრანტით დაწყებული ორი მცირე ბიზნესი, სახელმწიფო პროგრამების დახმარებით მაღალი სტანდარტის შესაბამის საოჯახო ბიზნესად გადაიქცევა.

,,უკვე გვაქვს ევროსტანდარტის შესაბამისი საოჯახო საამქროსკიჯი“, მისი ექსტერიერი გურული ტრადიციული ოდაა, რომელიც თავის მხრივ ტურისტულ პროდუქტსაც წარმოადგენს, მისი სადეგუსტაციო სივრცით; უკვე გაშენდა ციტრუსისა და ხეხილის საჩვენებელი მეურნეობა ტურისტებისთვის ხიდან - ჩირამდე. აშენდა ფანჩატური, გაიმართა გურული ქუხნა. დაგეგმილია კომფორტული, ინდივიდუალური კოტეჯებისა და პროფესიული სამზარეულო-სასადილოს აშენება. ამით ჩვენი ორივე ბიზნესი, ჩირის წარმოება და საოჯახო სასტუმრო, ერთიან კონცეფციაში გაერთიანდება. ვაპირებთ გასტროტურიზმის კომპონენტის დამატებას, რომელიც გურულ ტრადიციულ სამზარეულოზე და ექსპერიმენტულ გემეოებზე იქნება დამყარებული.“ - დარეჯან ბერძენიშვილი, “სკიჯისდამფუძნებელი.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 215
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია