დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზურაბ აზარაშვილი: დევნილების მიმართულება ძალიან პრიორიტეტულია ჩვენთვის და წელს უპრეცედენტოდ მაღალი - 300 მილიონის ფარგლებში გვაქვს ბიუჯეტი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/10/10 12:12:43

„დევნილების მიმართულება ძალიან  პრიორიტეტულია ჩვენთვის და წელს უპრეცედენტოდ მაღალი - 300 მილიონის ფარგლებში გვაქვს ბიუჯეტი“, - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

 

ზურაბ აზარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული თანხა სრულად მიმართულია დევნილებისთვის ბინების მშენებლობისკენ და მომდევნო 3 წელში 13 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება.

 

„შედარება რომ გავაკეთოთ, არ წავალ 10 წლის და უფრო იქით რა იყო, მაგალითად წინა წელს გვქონდა  110 მილიონი, წელს გვაქვს 300 მილიონის ფარგლებში, რაც სრულად მიემართება დევნილების ბინების უზრუნველყოფისკენ და ის დაპირება რაც გვაქვს, მომდევნო 3 წლის განმავლობაში 13 000  დევნილი ოჯახის ბინების უზრუნველყოფა, ჩვენ ამას ზედმიწევნით, ზუსტად შევასრულებთ. ამ პროექტს ისედაც, მიმდინარე წლის იანვრიდან ზუსტად მივყვებით“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა

 

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი მატება, რაც საბოლოდ მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 131
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია