დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/11/03 22:07:00

სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე პრობლემურ საკითხზე ისაუბრა. მათ შორის, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არასოდეს შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. თუმცა, აქვე დასძინა, რომ სააკაშვილი მიჩნეულ უნდა იქნას განსაკუთრებულ პატიმრად და ხელისუფლებამ ყველა ზომა უნდა  მიიღოს მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

 

მზად ვარ ძალიან ბევრი რამისთვის, როცა ვიცი და სადაც ვიცი, რომ ქვეყნის ინტერესი დგას. რადგან ეს საკითხი კიდევ ერთხელ მუსირებს, უნდა ვთქვა, რომ ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელიაარა და არასოდეს. ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრის და არც უდანაშაულო მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას. ამის მიუხედავად და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად და ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ყველა ზომების მიღებას, რათა ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქისმალურ გამჭვირვალობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე. ეს არის და ეს, ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ ოქტომბერს განაცხადა, რომ არასდროს შეიწყალებს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 327
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია