დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ დაითვალეს ხმები ციხეში ისე საჩქაროდ?
2010/06/08 13:53:29

ქუთაისში ყველაზე მშვიდად არჩევნები #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩატარდა. ეს იმანაც განაპირობა, რომ დახურული სივრცეა და მეორეც, თავად საპყ-რობილის ხელმძღვანელები იყვნენ ზედმეტად მოტივირებულები და მონდომებულები - მათგან ერთი ხმაც არ დაჰკარგვოდა „ნაციონალურ მოძრაობას“.

შესაშური მობილიზებულობის შედეგად, ციხის არც ფეხმოტეხილი (მან სულ ასკინკილათი მისცა ხმა), არც ხელმოტეხილი და არც ის თანამშრომელი გააჩერეს შინ, რომელსაც მამა გარდაცვლილი და დაუკრძალავი ჰყავდა. ერთი ამომრჩეველი, რომლის პირადობას ვადა ჰქონდა გასული და ხმის უფლება არ მისცეს, საზღვარგარეთის პასპორტის ჩამოსატანად თერჯოლაში ხელმეორედ გაუშვეს.

ასეთი ერთსულოვნების ფონზე უცნაური მხოლოდ ის იყო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, იმის მომიზეზებით, პირადობის მოწმობები არ აქვთო, წინასწარ პატიმრობაში მყოფ არც ერთ პირს მონაწილეობა არ მიუღია.

#2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გახსნილი საარჩევნო უბანი ზუსტად 20 საათზე დაიხურა. წესით, საარჩევნო ყუთი იქვე, 200 მეტრით დაშორებულ კორპუსში განთავსებულ ?53 საარჩევნო უბანში უნდა მიეტანათ და ორივეს ხმები ერთად დაეთვალათ. მაგრამ იმდენად დიდი იყო ციხის ხელმძღვანელების ცნობისწადილი - თანამშრომელთაგან ვინმე ხომ არ შემცდარა და ?5 ნაცვლად სხვა ხომ არ შემოუხაზავსო, - ხმები სასწრაფოდ დათვალეს. თანაც, თავის დასაზღვევად საპყრობილის თანმშრომლები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ, ხმების დათვლამდე შინ არ გაუშვეს (ალბათ, იმიტომ, ვინ იცის, რაში დაგვჭირდესო!)

ციხის უფროსისა და კომისიის თავმჯდომარის გულმოდგინებამ გაამართლა - „ნაციონალურ მოძრაობას“ ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 373 ხმა შეემატა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1664
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია