საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ფერმერები აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს პირველი თებერვლიდან მიიღებენ
2021/01/29 21:32:28

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა  2021 წლის ბოლომდე

 

პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათების მიღება დისტანციურად  იქნება შესაძლებელი.  პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყება პირველ თებერვალს, ხოლო ფასდაკლების ბარათების გააქტიურება ეტაპობრივად მოხდება  7 თებერვლიდან.

 

პროგრამის ბენეფიციარი ვებგვერდზე   https://my.mepa.gov.ge რეგისტრაციის შემდეგ მიიღებს ბარათს, რომლის წარდგენის შემდეგ,  „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ბენზინგასამართ სადგურზე აგროდიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებს. ფერმერებს აგროდიზელის  ფასდაკლების ბარათების მიღება ასევე შეეძლებათ  სოფლის განვითარების  სააგენტოს  რეგიონულ სამსახურებში, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში -   მუნიციპალურ ცენტრებში.

 

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე  150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15, 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების  გაცემა.

 

მთელი ქვეყნის მასშტაბით დიზელის შეუფერხებლად გაცემა მოხდება დადგენილი გრაფიკის მიხედვით, კერძოდ: 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით - გაიცემა არაუმეტეს 2,000 ლიტრი საწვავი, 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით -  დამატებით 1,500 ლიტრი, ხოლო 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - დარჩენილი რაოდენობა.

 

ფასდაკლების ბარათების განაღდება შესაძლებელია  საქართველოს მასშტაბით მოქმედ  „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“  89 ბენზინგასამართ სადგურზე,  ასევე მის საბითუმო ბაზებზე თბილისსა და სამტრედიაში.

 

პროგრამა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ შორის გაფორმებული მემურანდუმის საფუძველზე ხორციელდება და მასზე საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 178
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია