დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის „M ვექტორის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/08/14 14:10:00

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის –„M ვექტორის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა,მინისტრმა  ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.


მიხეილ ჩხენკელი: „დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დავაჯილდოვეთ ძალიან საინტერესო კონკურსის„M ვექტორის“ გამარჯვებულები, პრიზიორები, XI და XII კლასის მოსწავლეები. ძალიან სახალისო ღონისძიება შედგა. დარწმუნებული ვარ, ამ მოსწავლეების დიდი ნაწილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. როგორც მოგეხსენებათ, ეს უნივერსიტეტი მსოფლიო დონის პროექტია, რომლის იდეის ავტორი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ბატონი ბიძინასა და მისი ოჯახის ქველმოქმედების საფუძველზე შეიქმნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ყველა სტუდენტს აქ ძალიან საინტერესო გამოცდილება ელის. მინდა ყველა გამარჯვებულს კიდევ ერთხელ მივულოცო და წარმატებები ვუსურვო.“


საქართველოსგანათლების, მეცნიერების, კულტურისადასპორტისსამინისტროს მხარდაჭერილი კონკურსის შედეგად 18 საუკეთესო მოსწავლე გამოვლინდა. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზებიგადაეცათ:I ადგილზე გასულ მოსწავლეებს – 3000-ლარიანი, II ადგილზე – 2000-ლარიანი, ხოლო IIIადგილზე გასულებს – 1000-ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი ერგოთ.


„M ვექტორის“ძირითადეტაპზე 500-მდემონაწილე დარეგისტრირდა საქართველოს 55 ქალაქიდან და სოფლიდან.76 მონაწილე გადავიდა ფინალურ ეტაპზე.პროექტის ძირითადი და დასკვნითი ეტაპები დისტანციურად, ონაინ რეჟიმში ჩატარდა.


მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსი – „M ვექტორი“ განვითარების ხელშემწყობი თვისებრივად ახალი, თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს მორგებული ფორმატის კონკურსია, რომელიც ორიენტირებულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე. „M ვექტორი“ მონაწილეებს არა მხოლოდ მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების გამოვლენას და ცოდნის გაღრმავებას, არამედ ამ ცოდნით კონკრეტული მათემატიკური პრობლემების საინტერესო გადაჭრის გზების მიგნებას სთავაზობს. „M ვექტორი“ იმ მეთორმეტეკლასელებსა და აბიტურიენტებზეა გათვლილი, რომლებსაც აინტერესებთ და უყვართ მათემატიკა, თუმცა პროექტი მკაცრს შეზღუდვას არ აწესებს – მასში მონაწილეობის მიღება მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ.


კონკურსი საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის (EPRA) ორგანიზებით ჩატარდა. მისი ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. პროექტის პარტნიორია სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU).

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 493
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია