დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსის დასამარცხებლად...
მედიასახლ P.S.-ის წიგნიერების აქცია ახალი სლოგანით გრძელდება: „დარჩი სახლში და წაიკითხე წიგნები!“ შემოგვიერთდით!
ავტორი: ნატო გუბელაძე
2020/03/28 15:26:13

 

ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ მედიასახლი „პოსტსკრიპტუმი“, თქვენი შემოწირულობებითა და მეგობარი ბიზნესკომპანიების მხარდაჭერით, უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს სოციალურ პროექტს „წიგნი ყველა ბავშვს“. პროექტის მთავარი იდეაა, რომ მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებსა თუ სკოლების ბიბლიოთეკებს მივაწოდოთ  თანამედროვე მარალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული წიგნები, მხატვრული თუ სხვა სახის კლასგარეშე ლიტერატურა. 


დღევანდელ ვითარებაში, როცა კორონავირუსის პანდემიის შედეგად ჩვენი ცხოვრების მთავარი წესი გახდა სახლში ყოფნა და თვითიზოლიაცია, წიგნების კითხვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი „თერაპიაა“.


დღეს, როგორც არასდროს, ჩვენმა წიგნიერების აქციამ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. დღეს, როგორც არასდროს, ჩვეს ქალაქებსა თუ სოფლებში არ უნდა გვყავდეს არცერთი ბავშვი, ვისაც არ ექნება წიგნი და ვერ განიცდის მისი წაკითხვით მიღებულ სიამოვნებას.


სწორედ ამიტომ მედიასახლი „პოსტსკრიპტუმი“ ბავშვთა წიგნიერების პროექტს ახალი დევიზით აგრძელებს: „დარჩი სახლში და წაიკითხე წიგნები!“


და, აი, ჩვენი მეგობარი კომპანიის, „თელავის ღვინის მარანი“-ს მხარდაჭერით ქართველ კლასიკოსთა საუკეთესო ლიტერატურა უკვე მიიღეს  ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურის სკოლის მოსწავლეებმა. ამ სკოლის მასწავლებელმა, ქალბატონმა სოფიკო ბოლქვაძემ (არსებული წესების დაცვით) რამდენიმე ოჯახს სახლში მიაწოდა წიგნები, ხოლო ნაწილი სკოლის ბიბლიოთეკაში განთავსდება.

 

ჩვენი აქცია კი გრძელდება და ყველა მსურველს, რიგით ადამიანებს თუ ბიზნესკომპანიებს გთხოვთ, შემოგვიერთდით!

 თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში ჩარიცხეთ თანხა  მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის „წიგნიერების ფონდში“ და ჩვენ თქვენი სახელით გავახარებთ ბავშვებსა თუ მოზარდებს ახალი ლამაზი წიგნებით.

მერე კი მათი სიხარულისა და მადლიერების ამბებს აქ მოგიყვებით.

 

ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია

სს „საქართველოს ბანკი“, კოდი BAGAGE22

ანგარიშის ნომერი: GE76BG0000000320333600

მიმღები: შპს („პოსტსკრიპტუმი“)

ს/კ212822775

დანიშნულებაში მიუთითეთ „წიგნიერების ფონდისთვის“


 


****

 

აქვე გთავაზობთ რამდენიმე ლინკს, სადაც შეგიძლიათ, გაეცნოთ ჩვენი წიგნიერების აქციის ისტორიას 2013 წლიდან.

1.  პოსტსკრიპტუმისსაქველმოქმედო აქცია: „გავაძლიეროთ მომავალი თაობის წიგნიერება2013/05/31 21:35:40

http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=17095

სიუჟეტი ტვ რიონში

https://www.myvideo.ge/?video_id=2054573

 

2.  სიუჟეტი ტვ რიონში  https://www.youtube.com/watch?v=RJrN-Q606HE&list=HL1369501563&feature=mh_lolz

 

პოსტსკრიპტუმისსაქველმოქმედო აქცია: „გავაძლიეროთ მომავალი თაობის წიგნიერება2013/05/20 19:01:20 

 http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=29746

 

3. შემოგვიერთდით! - მედიასახლ P.S.-ის სოციალური პროექტი - "გავაუმჯობესოთ მომავალი თაობის წიგნიერება"- გრძელდება

2016/02/14 14:22:49

http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=59527

 

4.  ჯორჯიან მანგანეზმადა მედიასახლმაპოსტსკრიპტუმმაჭიათურაში კითხვის მოყვარული მოსწავლეები დააჯილდოვა

http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61475

 

5.  დირსის სპონსორობა http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61970

 

6.  მედიასახლი "პოსტსკრიპტუმი" წიგნიერების საქველმოქმედო აქციებს განაგრძობს(ახალდაბა) http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61418

 

7. წიგნები ბავშვებს(აქცია ორპირში)  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=55061

 

 


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4793
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია