დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტალინში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა 9 აპრილი ესტონელ მეგობრებთან ერთად აღნიშნეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/04/10 00:58:00

ესტონეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტების ორგანიზებით, 2019 წლის 9 აპრილს, ამ ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წლის თავზე, ტალინში, თავისუფლების მოედანზე, მშვიდობიანი შეკრება ჩატარდა.

 

შეკრებილებმა პატივი მიაგეს იმ გმირების ხსოვნას, რომელთაც თავი გაწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. 9 აპრილის ისტორია ქართველმა ახალგაზრდებმა ესტონელ თანამოძმეებს გაუზიარეს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც წინ უძღვოდა საბჭოთა კავშირის ზეგავლენის შემცირებას ჩვენს ქვეყანაში, საბოლოოდ კი 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა. და ეს თარიღი საქართველოსთვის არამარტო გლოვის, არამედ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა! 

 

შეკრებილმა სტუმრება სიმბოლურად თითო სანთელი დაანთეს დაღუპულთა მოსაგონებლად. მათ ვიდეო და ფოტო გამოფენაც დაათვალიერეს,  რომელიც 3 ენაზე იყო მომზადებული.შეკრების ბოლოს სტუმარ-მასპინძლებმა ერთხმად იმღერეს საქართველოს ჰიმნიც.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია