დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"საცხოვრებელი კორპუსიდან ცვივა ფილები და რამოდენმე დღის წინ ორი ბავშვი წამებში გადარჩა"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/06/12 12:18:46
ქუთაისში კონსტანტინე გამსახურდიას 12 ნომერში მოსახლეობას დახმარება სჭირდება.


პარტია „ თავისუფალი საქართველოს ‘’ ქუთაისის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას თქმით „საცხოვრებელი კორპუსიდან ცვივა ფილები და რამდენმე დღის წინ ორი ბავშვი წამებში გადარჩა. როდესაც თხოვეს მერიას, თანადაფინანსებით მოგვეხმარე და გაგავაკეთებინეო, უთხრეს რომ ფული არა გვაქვსო... აგერ გაუკეთეს ფანჩატური თანადაფინანსებით, ამაზე მეტი დეგენეტარობა თუ არსებობს, მითხარით, ფანჩატურისთვის ემეტებათ ფული და ადამიანის სიცოცხლე არის საფრთხეში და თურმე, ამისთვის ფული არა აქვთ.“
ადგილობრივის, ავთანდილ ნემსაძის თქმით, “ბავშვები კინაღამ დაგვიმარცხდა,მოვიყვანეთ ალპინისტები, ოთხი ათასი ლარი მოგვთხოვეს ,ამის გადამხდელი არავინ არ არის ჩვენს ბინაში. დღეს იყო მერიის წარმომადგენელი და გვითხრა, რომ დაველაპარაკებით ალპინისტებს და თუ დააკლებენ თანხას, შემდეგ ვეცდებით გაკეთებას, რაც დაჯდება, იმ თანხის ნახევარს მერია დააფინანსებს და ნახევარს თქვენ გადაიხდითო.“
გოგი წულაის თქმით, დაგეგმილი იყო აქცია და მერიის წარმომადგენლებმა დაასსწრეს მოსვლა და დაპირების მიცემა მოსახლეობისთვის .

ლიკა კაკუშაძე
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1367
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია