დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასამართლო რეფორმა დასრულებულად გამოცხადდა
2009/12/28 12:54:04

სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა დას­რუ­ლებულად გა­მოცხად­და

„სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა შე­იძ­ლება დას­რუ­ლებულად ჩა­ით­ვა­ლოს“, - ამ­ცნო უზე­ნა­­სი სა­სა­მარ­თლოს თავმჯდო­მა­რემ კო­ტე კუბლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ქუ­თა­ის­ში გა­მარ­თულ შეხვედ­რა­ზე. მი­სი თქმით, რე­ფორ­მა უკ­ვე მეხუთე წე­ლია, მიმ­დი­ნა­რეობს და მას­ში რა­­მე ცვლი­ლება სა­ჭი­რო აღარ არის: „2005 წელს ჩვენ შევ­ქმე­ნით სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მის კონ­ცეფ­ცია. ამ გეგ­მის მიხედ­ვით ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. პირ­ველ რიგ­ში, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის ინ­სტი­ტუ­ცი­­ნა­ლუ­რი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია - პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოები გა­ერ­თი­ან­და. 22 სა­სა­მარ­თლოს გა­ერ­თი­­ნების შე­დე­გად 14 დი­დი სა­სა­მარ­თლო მი­ვი­ღეთ. დი­დი ნა­წი­ლი პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოებისა უკ­ვე ასე მუ­შაობს, 2010 წელს ეს პრო­ცე­სი დას­რულ­დება.

მე­ო­რე - ეს არის იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბჭოს რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი სკო­ლის შექ­მნა. ამ სკო­ლის 12 კურ­სდამ­თავ­რებული უკ­ვე და­ი­ნიშ­ნა მო­სა­მარ­თლედ.

მოქ­მედ მო­სა­მარ­თლეებს კი ეს სკო­ლა პე­რი­ო­დუ­ლად გა­და­ამ­ზა­დებს. რე­ფორ­მის ფარ­გლებში იგეგ­მება მო­სა­მარ­თლეების უვა­დო და­ნიშ­ვნაც.“

კო­ტე კუბლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის მო­ნა­პოვ­რად მი­იჩ­ნევს ქვეყანა­ში „ერ­თგვა­რო­ვა­ნი სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კის ჩა­მოყალიბებას,“ რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ქვე­და ინ­სტან­ცი­ის გა­დაწყვე­ტი­ლებები ზე­და ინ­სტან­ციებში უფ­რო ნაკ­ლებად იც­ვლება. ამა­ვე დროს უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში ქვე­და ინ­სტან­ციებიდან საქ­მეები უფ­რო ნაკ­ლები სიხში­რით მი­დის. უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავმჯდო­მა­რემ ამის სა­ი­ლუს­ტრა­ცი­ოდ სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მებიც მო­იშ­ვე­ლია.

რე­ფორ­მა­ტორ­თა მტკი­ცებით, გა­მარ­ტივ­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­დუ­რებიც. უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავმჯდო­მა­რის თქმით, ახლა უფ­რო მე­ტა­დაა და­ცუ­ლი საქ­მის განხილ­ვის ვა­დები, თუმ­ცა გა­ჭი­ა­ნუ­რებული საქ­მეებიც მრავ­ლა­დაა, მაგ­რამ მსგავ­სი რამ ჩვე­უ­ლებრი­ვი მოვ­ლე­ნაა ნების­მი­ე­რი ქვეყნი­სათ­ვის, მთა­ვა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ მხრივ სა­ერ­თო სუ­რათ­ში ჯდება. უფ­რო მე­ტიც, ჩვენს ქვეყანას საქ­მის განხილ­ვის ვა­დებთან და­კავ­ში­რებით სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნებელიც კი აქვს.

სა­სა­მარ­თლოებში წეს­რი­გის უზ­რუნ­ველყოფა და სპი­კერ­მო­სა­მარ­თლის ინ­სტი­ტუ­ტის შე­მო­ღებაც რე­ფორ­მის ფარ­გლებში განხორ­ცი­ელ­და. სპი­კერ-მო­სა­მარ­თლეების და­ნიშ­ვნის პრო­ცე­სი ჯერ კი­დევ არ დას­რუ­ლებულა, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­გა­ლი­თად, თე­ლავ­ში, ამ მხრივ სიახლეები ჯერ კი­დევ წინ ელო­დებათ.

და­სას­რულს მი­უახლოვ­და რე­ფორ­მის კვალ­დაკ­ვალ მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო შე­ნობების რეაბილი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სიც.

2010 წლი­დან სისხლის სა­მარ­თლის ახალი საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სიც ამოქ­მედ­დება, რომ­ლის თა­ნახმა­დაც პირ­ველ ოქ­ტომბერს ნა­ფიც მსაჯულ­თა ინ­სტი­ტუ­ტი იმუ­შა­ვებს. და­გეგ­მი­ლია საქ­მის წარ­მოების ერ­თი­ა­ნი ქსე­ლის შექ­მნა, რის­თვი­საც სა­ჭი­რო ერ­თი­ა­ნი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ქსე­ლის უზ­რუნ­ველ-ყოფი­სათ­ვის სა­ჭი­რო ტექ­ნი­კა - მი­ლი­ონ 200 ათა­სი ლა­რის ღი­რებულებისა - უკ­ვე შე­ი­ძი­ნეს.

რე­ფორ­მის მიმ­დი­ნა­რეობის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­ი­ზარ­და თუ არა ნდობის ხარისხი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მი­მართ? - სხვა­დასხვა კვლე­ვის მო­ნა­ცე­მები ამ კითხვა­ზე ურ­თი­ერ­თგა­მომ­რიცხავ პა­სუხებს იძ­ლე­ვა. კო­ტე კუბლაშ­ვი­ლი კი ობიექ­ტუ­რად ერთ-ერ­თი არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­მო­კითხვის შე­დე­გებს მი­იჩ­ნევს, რომ­ლის თა­ნახმა­დაც იმ პირ­თა 54 პრო­ცენ­ტი, რო­მელ­თაც სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას­თან შეხება აქვთ, სის­ტე­მის მუ­შაობით კმაყოფი­ლია.

ნდობის ხარისხთან და­კავ­ში­რებით ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავმჯდო­მა­რემ მალხაზ გუ­რულ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ არ არის მარ­თა­ლი მი­თი იმის შე­სახებ, რომ სა­სა­მარ­თლო­ში ყვე­ლა საქ­მეს სახელ­მწი­ფო იგებს.

ეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საქ­მეებს ეხება, სა­დაც კერ­ძო პი­რები ხში­რად იგებენ საქ­მეებს. ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­გა­და­სახადო და­ვებთან და­კავ­ში­რებით 56 საქ­მეა შე­მო­სუ­ლი, სა­დაც კერ­ძო ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რების სა­სარ­გებლოდ 32 გა­დაწყვე­ტი­ლებაა მი­ღებული.

კო­ტე კუბლაშ­ვილ­მა შეკ­რებილ ჟურ­ნა­ლის­ტებს ქუ­თა­ი­სის სა­სა­მარ­თლოს ახალი თავმჯდო­მა­რე ლე­ვან თევ­ზა­ძე წა­რუდ­გი­ნა, რო­მე­ლიც ახალ თა­ნამ­დებობაზე მუ­შაობას ცო­ტა ხნის წინ შე­უდ­გა.

„P.S.“-თან საუბარ­ში ლე­ვან თევ­ზა­ძემ გა­ნაცხადა: „ძა­ლი­ან ბევ­რი კეთ­დება სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის და­მო­უ­კი­დებლობის ხარისხის ასა­მაღ­ლებლად. ვე­ლო­დებით ნა­ფიც მსაჯულ­თა ინ­სტი­ტუ­ტის ამოქ­მე­დებას. ქუ­თა­ი­სი თბილი­სის შემ­დეგ მე­ო­რე ქა­ლა­ქი იქ­ნება, სა­დაც ეს სიახლე და­ი­ნერ­გება. რაც შე­მეხება მე, ქუ­თა­ი­სის სა­სა­მარ­თლოს თავმჯდო­მა­რედ მუ­შაობას უკ­ვე შე­ვუ­დე­ქი, მა­ნამ­დე, წე­ლი­წად­ნახევ­რის გან­მავ­ლობაში, ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ონ­ში რო­გორც მო­სა­მარ­თლედ, ისე სა­სა­მარ­თლოს თავმჯდო­მა­რედ ვმუ­შაობდი. იმე­რეთ­თან ჩე­მი ფეს­ვები მა­კავ­ში­რებს, მშობლები წარ­მო­შობით სამ­ტრე­დი­ი­დან არი­ან.“

ლე­ვან თევ­ზა­ძე 30 წლი­საა, და­უოჯახებელი, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავმჯდო­მა­რემ მას ქუ­თა­ის­ში წარ­მა­ტებული საქ­მი­ა­ნობა უწი­ნას­წარ­მეტყვე­ლა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1709
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია