დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კუმისელები არაბული სოფლის აშენებას ეწინააღმდეგებიან
2017/08/04 23:01:00

სოფელ კუმისის მოსახლეობამ ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ სოფლის 200-ჰექტრიან საძოვრებზე არაბული სოფლები უნდა აშენდეს. 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთები უკვე გაყიდულია დაახლოებით 80 არაბულ ოჯახზე, საკარმიდამო ნაკვეთებიც შემოღობილია. დანარჩენი – პარალელურად ნაწილდება და იყიდება. სოფლის მოსახლეობამ საძოვრებზე სასაზღვრო ბოძები თვითნებურად ახსნა. აქაურები ფიქრობენ, რომ სწრაფად მზარდი არაბული სოფელი მათ ლუკმასა და თავისთავადობას წაართმევს.


არჩილ მდივნიშვილმა კუმისის მიწების გაყიდვის სრული დოკუმენტაცია მოიძია:

 – ეს 200 ჰექტარი მიწა, რომელზეც ახლა საუდის არაბეთის მოქალაქეები­ სოფლის აშენებას აპირებენ, რამდენიმე ათეული წლის წინ სოფელ კუმისის ბეღ­ელი გახლდათ. ამ ტერიტორიაზე მოყვანილი ქერით თუ ხორბლით ვსარგებლობდით. მოგვიანებით კუმისს სარწყავი წყალი შეუწყდა და ნათესებიც განადგურდა, სოფელი ძირითადად მესაქონლეობაზე გადავიდა და ამ ადგილებში აძოვებდა პირუტყვს. აქვე იყო კუმისის მებოცვრეობის ფერმაც, რომელიც მოგვიანებით, 2006 წელს, ამ მიწასთან ერთად იყიდა შპს “კუმისი-21”-მა, რომელიც ქათამსა და კვერცხს აწარმოებდა. ეს შპს ამ ნაკვეთებზე ერთხანს მარცვლეულსაც თესავდა. მოსა­ვლის აღების შემდეგ, ნამკალში პირუტყვს შესვლას არავინ უშლიდა. ამიტომაც ტერიტორიების გასხვისებას ხალხი არ გაუღიზიანებია – საკუთრებას წინ ვერავინ აღუდგება, სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ქართველ გლეხს იმდენი შემოსავალი არ გააჩნია, რომ უცხოელს საკუთარი ქვეყნის მიწის ყიდვაში გაუწიოს კონკურენცია. მას შემდეგ შევშფოთდით, როცა გავიგეთ, რომ “კუმისი-21” არაბულ სოფელზე იყიდება.

 

– ეს ამბავი როგორ გაიგეთ?

– ერთ დღეს მწყემსმა ამ მდელოებზე­ ნახირი რომ მორეკა, აქ ჯერ კიდევ მდებარე შპს-დან ქალბატონი გამობრძანდა და მწყემსი გააფრთხილა: – აქ აღარ მოხვიდე, არაბები სოფელს აშენებენ და თუ დაგინახეს, პოლიციას გამოუძახებენო.­ გაგიჟდა მწყემსი – რა არაბული სოფელი\ო! მაგრამ ნაკვეთებზე სანიშნი ბოძები რომ დაინახა, გაოგნებული მობრუნდა სოფ­ელში. აქ თუ არაბული სოფელი გაშენდა,­ ბუნებრივია, მათ საკვები რესურსიც დასჭირდებათ და მიწის ყიდვას შეეცდებიან.


– აკი, ბოლო დრომდე უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე შეზღუდვა მოქმედებდა.

 

– თავდაპირველად ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უცხოელისთვის მიწების მიყიდვა აკრძალა. მერე ღარიბაშვილის პრემიერობისას გადაწყვიტეს, რომ მიწა უცხოელებისთვის მხოლოდ სამთავრობო დადგენილებით მიეყიდათ. ეს მიწა შპს “კუმისმა” 2017 წლის თებერვალში მიჰყიდა პანკისელ ბაქარ ფერეულიძეს და არაბ ნასრედინ ალ-ფაიედს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს მიღებული. ნასრედინ ალ-ფაიედი უკვე ყიდის თავის წილს პატარა-პატარა საკარმიდამო ნაკვეთებად, რომელიც უკვე 80-მა არაბულმა ოჯახმა იყიდა. ამ უკვე გაყიდული ნაკვეთების საკადასტრო რუკაზე სოფელს ცენტრში­ სკოლისა თუ საავადმყოფოს ადგილები უკვე მონიშნული აქვს. თუ ასე გაგრძელდა, აქ დაახლოებით 1200 არაბული ოჯახი დასახლდება…


როდესაც დაუკავშირდნენ გარდაბნის გამგებლის მოადგილეს, ბატონ ირაკლი ჭელიძეს,მან თქვა:
“ვადასტურებ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მართლაც არის გათვალისწინებული არაბული დასახლების მშენებლობა. მოსახლეობის აღელვებისაც გვესმის და მზად ვართ, კანონმდებლობის შესაბამისად ამ სიტუციიდან გამოსვლის გზები გამოვნახოთ”.


მოამზადა ნატო ყურაშვილმა

წყარო: “კვირის პალიტრა”

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6790
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია