დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობა
რატომ უჩივის ქუთაისის საკრებულოს წევრი მერიას
2017/04/26 18:22:17

ქუთაისის საკრებულოს რიგით 32-ე სხდომის მეხუთე საკითხის განხილვამ, რომელიც ეხებოდა ქალაქის  განაშენიანების წესებში ცვლილებების შეტანას,  ცხარე კამათი გამოიწვია ქალაქის მერს შოთა მურღულიასა და საკრებულოს წევრ, ნატო ქათამაძეს შორის, რომელსაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით   სარჩელიც კი აქვს სასამართლოში შეტანილი ქუთაისის მერიის წინააღმდეგ.  დებატები იმდენად გამწვავდა,  რომ სხდომაზე ქუთაისის განაშენიანების რუკის შემოტანა გახდა საჭირო, რომელიც მერის კაბინეტში იყო გაკრული.


"დიახ, ჯავახიშვილის ქუჩაზე აწ უკვე დასრულებულ ბენზოგასამართ სადგურთან დაკავშირებით ჩვენ შეტანილი გვაქვს სასამართლოში სარჩელი. მოპასუხე არის ქუთაისის მერია,რომელიც აუცილებლად წააგებს ამ პროცესს. შემდეგ კი მოსახლეობამ განსაჯოს. ისინი დღეს ახორციელებენ რუკაზე ცვლილებებს, ახლა ამატებენ ქუჩების ჩამონათვალს, ეს არის პირდაპირ იქითკენ მიმართული, რომ სასამართლოსი ეშინიათ. ქუჩები არსად არ არის მითითებული და მათი 3ზონიანი განაშენიანების გეგმა არის სიცრუე. სირცხვილი ქალაქის ხელისუფლების, რომ სამი კაცი გაკრული იყო კედელზე რუკით ხელში." - განაცხადა ნატო ქათამაძემ


" ნატო ქათამაძეს აქვს პრეტენზიები თავისი ამბიციებიდან გამომდინარე, მაგრამ სიტუაცია არის შემდეგი: ჯავახიშვილის ქუჩაზე ხდება ბენზოგასამართი სადგურის განახლება, რომელიც შედის მესამე ზონაში. საკრებულოს დადგენილებით პირველ და მეორე ზონაში არ შეიძლება ბენზოგასამართი  და გაზგასამართი სადგურების  მშენებლობა, მაგრამ ვიმეორებ, ეს არ არის მესამე ზონა. ქალბატონ ნატოს ის ერევა საპრივატიზაციო ფასების ზონაში.  2016 წლის დადგენილებით, აღნიშნული ტერიტორია ნამდვილად შედის მეორე ზონაში, მაგრამ ჩვენ ვხელმძღვანელობთ 2008 წლის დადგენილებით. ამიტომ გახდა რუკის მოტანა საჭირო"- განცხადა ბაქარ ჭეიშვილმა.

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 24283
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია