დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი კვირიკაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არჩევნების სრულიად ახალი კულტურა დაამკვიდრა და ქვეყანას ბანაკებად არ ყოფს"
2016/07/21 11:11:59

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,"-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


აღნიშნული განცხადებით გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა შეაჯამა.

 

 „დღეს ჩვენ ოთხ რაიონში წარვადგინეთ მაჟორიტარები- ხარაგაული, ზესტაფონი, ჭიათურა და საჩხერე. ოთხივე კანდიდატი არის გამორჩეული და ღირსეული. კანდიდატები, რომლებიც მთლიანად იმერეთში წარვადგინეთ, იქნებიან გამარჯვებულები“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

 

 გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არჩევნების სრულიად ახალი კულტურა დაამკვიდრა და ქვეყანას ბანაკებად არ ყოფს.

 

 „ორმოცი ათასი ადამიანი მოვიდა ქუთაისში, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისა და კამპანიის გახსნის აქციაზე. დღესაც ხედავთ რამდენი ადამიანია. ხედავენ და ხვდებიან, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს რეალურად სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა მოიტანოს თითოეულ ოჯახში. ამისთვის, ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, ადამიანური რესურსი, გამოცდილება და განათლება. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც განახლებულიც არის, შედგება ძველი მებრძოლებისგანაც და ერთ გუნდათ დარაზმულები, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ჩვენ დავამკვიდრეთ სრულიად ახალი კულტურა არჩევნების საქართველოში და ჩვენ არ ვყოფთ ქვეყანას ბანაკებად. ჩვენ ის გვინდა, რომ ყველა ადამიანი ჩაერთოს ამ ერთ მიზიდულობის ცენტრში და ერთად ავაშენოთ უკეთესი ქვეყანა“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

(R)
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3603
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია