დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ექსპედიცია ხანისწყლის ხეობის ტურისტული პოტენციალის შესაფასებლად
2016/03/30 15:35:29

მარტის მიწურულს ხანისწყლის ტურისტული პოტენციალის  შეფასების მიზნით  მორიგი ექსპედიცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ: გეოგრაფიის დოქტორი, თსუ- ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის უფროსი სპეციალისტი, ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ალექსანდრე (სანდრო) მარუაშვილი; ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე; ბაღდათის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ცენტრის მენეჯერი გოჩა ხორავა; ბაღდათის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავჯდომარე მამუკა გორგოძე, ბაღდათის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშომელი, კერძო კოლექციონერი შუქრი ნაკაშიძე; ფოტოგრაფი ანა ფხალაძე.

 

სოფელი ხანი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მდინარე ხანისწყლის ხეობაში ებარეობს. მის  სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 კმ-ზე, მდინარის ხეობაში, დაახლოებით 25 მეტრიანი ჩანჩქერი, აქვე მახლობლად მდინარე ხანისწყალი ქვის თაღში გაედინება, მოსახლეობა ამ ადგილს ,,ქვახვრელებსუწოდებს. მდინარე ხანისწყლის მარცხენა მხარეს, ჩანჩქერის სამხრეთით, რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით, ერთ-ერთ ნასოფლარში, რომელსაც ქვედა ნოღა ჰქვია, ზღვის დონიდან 950 მეტრზე წარმოდგენილია რამდენიმეტონიანი ლოდი, ერთ-ერთ ლოდში გამოკვეთილია გამორჩეული ფორმის მქონე ქვის საწნახელი, რომელიც სამი განყოფილებისაგან შედგება და ქვის უბადლო ოსტატების მიერ  დაახლოებით შუა საუკენებში არის დამუშავებული.

 

ლოდის გარშემო შეინიშნება ქვის დამუშავების კვალიც. ლოდის სიმაღლე დაახლოებით 1,8-2,0 მეტრია, სიგრძე კი 3,5 მეტრი, ხოლო სიგანე 4 მეტრს აღწევს. ქვის საწნახელში არის ამოკვეთილი ხვრელი, საიდანაც, სავარაუდოდ, გადმოედინებოდა ყურძნის წვენი, იქვე არის ქვევრის ნაწილი, დუღაბით შემორჩენილი. ეს უნიკალური წარმონაქმნი ბუნებრივად განიცდის ინტენსიურ გამოფიტვას.

 

როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, ბოლო წლებში კედლები დაიშალა, გარემო პირობების ზემოქმედების გამო, შესაძლებელია, მომავალში მოხდეს ამ კულტურული მემკვიდრეობის ჯერ კიდევ აუღიარებელი უძრავი ძეგლის დაზიანება და განადგურება. უპირველად, აუცილებელია მისი დაცვა, სპეციალისტების მიერ უნდა მოხდეს მისი შეფასება და დაიწყოს კონსერვაცია.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია ამ ძეგლის პოპულარიზაცია, თუმცა იქამდე მისასვლელი საავტომობილო გზა რთულად გასავლელია და საჭიროებს გადაუდებელ აღდგენა-რემონტს, აუცილებელია საინფორმაციო დაფების და ტურისტული ბილკების მოწყობა-მარკირება.

 

 სოფელი ხანი, რომლის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ზღვის დონიდან 800 მეტრზე ზევით მდებარეობს,  სოფლის პრობლემური სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ხვედრითი წილი 78 %, პრობლემური სასოფლო-სამეურნეო სახნავი კი შეადგენს 71%. 2002 წელს სოფელში ცხოვობდა 817, ხოლო 2014 წელს 526 ადამიანი,  მოსახლეობის ცვლილება -36 %. სოფელ ხანში და მის შემოგარენში არსებული ტურისტული რესურსების კარგად

 

ათვისებისთვის სასურველია, სოფელი ხანი შევიდეს ,,მაღალმთან დასახლებათა ნუსხაში“ შემავალ სოფლების ჩამონათვალში.

 

ელისო ხოჯანაშვილი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9435
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია