დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერმინისტრი:" პირობას გაძლევთ, უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე"
2016/03/12 12:13:45

ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას  საზოგადოების აღშფოთებასთან ერთად, ხელისუფლების მაღალჩინოსანთა  მწვავე განცხადებებიც მოყვა.


ვისი გადაღებული და გავრცელებულიც არ უნდა იყოს ეს ჩანაწერი, გეუბნებით, - პირობას გაძლევთ, უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი , რომლითაც გიორგი კვირიკაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებას ეხმაურება.



როგორც პრემიერი განმარტავს, ეს იქნება სამაგალითო პასუხი, რომ მსგავსი სიბინძურე თავში აღარავის მოუვიდეს.



"ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მსგავსი დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ აღარასოდეს მოხდეს. ვისი გადაღებული და გავრცელებულიც არ უნდა იყოს ეს ჩანაწერი, გეუბნებით, - პირობას გაძლევთ, უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ეს იქნება სამაგალითო პასუხი, რომ მსგავსი სიბინძურე თავში აღარავის მოუვიდეს! სამაგალითოდ დაისჯება ყველა, ვინც საკუთარი ამაზრზენი მოქმედებებით საზოგადოების განვითარებას აფერხებს. მე დავალება მივეცი შესაბამის უწყებებს - პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსწრაფესად გამოიძიონ ეს საქმე. ეს არის საგამოძიებო უწყებების გამოცდა, რომელიც მათ უნდა ჩააბარონ", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.



მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა მზადაა, გამოძიების პროცესში ჩართოს ნებისმიერი ორგანიზაცია, ჯგუფი, ვისაც ამ საქმეში დახმარების გაწევა შეუძლია.



"სიტყვას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ცხოვრებიდან ეს საშინელი ჩანაწერები ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს", - განმარტავს გიორგი კვირიკაშვილი. 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3314
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია