დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოქალაქე-ჟურნალისტი
უპასუხისმგებლოთა თარეში გრძელდება!
2016/02/02 12:22:37

ქუთაისში, ჩემს მეზობლად, 90 წელს გადაცილებული ბაბო დეიდა ცხოვრობს, იქვეა ცალკე მისადმი მზრუნველი ქალიშვილი ოჯახითურთ.

 

მოკლედ, ბაბო დეიდა შარშან თავის პენსიით, იძულებით, ტელევიზორისთვის ეგრეთ წოდებული ციფრული მიმღები იყიდა, რომელიც ადგილობრივი ოთახის ანტენით ერთი პერიოდი კარგად მუშაობდა (არადა მოსახლეობას 2-3 არხზე მეტი არც სჭირდებოდა და ძველი სიხშირეც ყოფნიდა).

 

ზამთარში ბაბო დეიდა ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს, გუშინ საკუთარი სახლის სახურავზე ასულა და იქედან დამიძახა, რომ მისი ტელევიზორი არ მუშაობს. ბაბო დეიდას სულ ტვ იმედზე აქვს დაყენებული ტელევიზორის არხი, 90 წლის ქალმა მეტი რა ჰქნას, თუ არა სერიალებით გართობა!

 

წავიღე ეს ციფრული მიმღები ხელოსანთან და გაირკვა, რომ სატელევიზიო ანძაზე შეუცვლიათ სიხშირეები და ზოგი გადაცემა მუშაობს, ხოლო ზოგის: „იმედის“, „რუსთავი2-ის“, GDS-ის სიგნალი (რომელაც ხალხი მეტად უყურებს) შეცვალეს, შეასუსტეს და მოსახლეობას აიძულებენ ან საკაბელოზე გადაერთონ, ან კიდევ 25-ლარიანი ანტენა იყიდონ. ესე იგი, რა გამოდის? ციფრული მიმღები მოწყობილობის თანხა ხომ გადაიხადეს, ახლა კიდევ უნდა მოხარჯონ საცოდავი, უმწეო ადამიანები.

 

ესეც, ალბათ ფარული ბიზნესია ანტენების რეალიზატორებთან.

 

ამის შემდეგ ვის და რა ნამუსზე შეიძლება იქნეს საუბარი? ეს სრული უპასუხისმგებლობაა!

 

ბესიკ ადამია

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14614
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია