დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქარტიის საბჭოს განცხადება ტერორისტული მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით
2015/11/24 12:22:18

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტერორისტული მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით მედიასაშუალებებს მიმართავს და რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

 

23  ნოემბერს გავრცელდა ვიდეო, რომელიც შეიცავს ტერორისტული შინაარსის მუქარას და ძალადობისკენ მოწოდებას. რამდენიმე მედიასაშუალებამ მიმართვები უცვლელად გაუშვა.

 

საზოგადოებას უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია მოსალოდნელი ძალადობისა თუ სხვა საფრთხის შესახებ, თუმცა მედიასაშუალებებს აკისრიათ პასუხისმგებლობა, ინფორმაცია გაავრცელონ მაქსიმალურად დიდი სიფრთხილით, რათა თავიდან იყოს აცილებული შიშისა და პანიკის გავრცელება.

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, უცვლელი ფორმით ნუ გაავრცელებენ ტერორისტული შინაარსის მიმართვებს და ნუ შეუწყობენ ხელს ვიდეოს ავტორთა აზრების ტირაჟირებას.

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მედიასაშუალებებს აძლევს რეკომენდაციას:

 

  • მოკლედ გადმოსცენ ტერორისტული ვიდეომიმართვის შინაარსი;
  • არ გამოაქვეყნონ ტერორისტთა მიმართვები უცვლელად, გადასცენ რედაქტირებული სახით, რათა თავიდან იქნას აცილებული მის მიერ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება;
  • არ გამოაქვეყნონ ვებგვერდის კონკრეტული ბმული, სადაც კადრები აიტვირთა;
  • თუ კადრები არ შეიცავს ძალადობის სცენებს, შესაძლებელია მათი გამოყენება გადაფარვის მიზნით, ხმის გარეშე.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 16895
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია