დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გილოცავთ მთავარანგელოზობას!
2015/11/21 10:01:04

21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. კრება მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა. მთავარანგელოზთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა, იერომიელისა.


მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. საქართველოში მთავარანგელოზთა სახელობის მრავალი ტაძარი არსებობს, მათ შორის არის ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონის), დიმის (ბაღდათის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუა მთის (თეკლესეული), ქვედა საზანოს (ზესტაფონის რაიონი), სართიჭალის, ონის, მარტყოფის, გლდანის და ა.შ.

 

- „დღეს არის ზეიმი ცათა შინა! ამ ზეიმს ჩვენც ვუერთდებით და ვდღესასწაულობთ მთავარანგელოზთა, ანგელოზთა და ყოველთა ზეციურ ძალთა ხსენებას.

 

ზეციურნი ძალნი შექმნილნია სადიდებელად ღვთისა; ისინი ქმნიან ზეციურ იერარქიას. საოცარია, რომ ყველაფერი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა შექმნილია იერარქიული წყობით. იერარქია აუცილებელია. ეს არის მიუწვდომელი და უდიდესი განგება ღვთისა. წმიდა მამები ამბობენ, რომ არსებობს ზეციური იერარქიის 9 დასი და ყველაზე ახლოს უფალთან დგანან და ადიდებენ მას ექვსფრთიანი სერაფიმნი. აი, ამიტომაა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თავსაბურავზე გამოსახულია სერაფიმები. სერაფიმები არიან შუამდგომელნი პატრიარქს, ერსა და ღმერთს შორის - მლოცველნი და მფარველნი ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისა.

 

ასევე იერარქიული წყობა არსებობს ქვეყანასა ზედა, ანუ არსებობს მიწიერი იერარქია, რაც უპირველეს ყოვლისა, უფროსებსა და უმცროსებს შორის ურთიერთობაში უნდა ვლინდებოდეს. უმცროსი პატივს უნდა სცემდეს და ემორჩილებოდეს უფროსს.

 

 

წყარო: http://tb24.ge/

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2718
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია