დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაწყებითი კლასის მოსწავლეების 80% რეპეტიტორთან დადის
2009/07/30 15:57:23

რეპეტიტორების ინსტიტუტის საქართველოში არსებობა იმის მაჩვენებელია, რომ სახელმწიფო კონსტიტუციით ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს, – აცხადებს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების თავმჯდომარე მანანა ღურჭუმელიძე.

მისი თქმით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ჭყონდიდელის ქვეყანაში რეპეტიტორების გარეშე მოსწავლეები უმაღლეს სასწავლებლებში ვერ აბარებენ. მშობლები კარგ რეპეტიტორებს ეძებენ იმიტომ, რომ იციან, სკოლაში მიღებული განათლებით მათი შვილები ვერ მოეწყობიან უმაღლეს სასწავლებლებში. საინტერესოა სტატისტიკაც, 10 წლის წინ რეპეტიტორთან მხოლოდ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები დადიოდნენ, რაც პროცენტულად  15-20%-ს არ აღემატებოდა. დღეს რეპეტიტორთან დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც დადიან და მათი რაოდენობა 80%-მდე გაიზარდა. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ განათლების ხარისხი დაბლა და დაბლა იწევს ყოველდღიურად და ამ ვარდნის შეჩერება ვერც ერთმა მინისტრმა ვერ შეძლო.

რამდენად წარმატებულია განათლების რეფორმა ქვეყანაში ამის მაჩვენებელი სწორედ ეს სტატისტიკაა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1802
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია