დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში ღვინის დღე აღინიშნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/10/04 20:38:23

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკვე მეორე წელია   4 ოქტომბერს  „ქართული ღვინის დღე“ აღინიშნება. ქართული ღვინის დღე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა და პირველად გასულ წელს აღინიშნა.  

წელს,საზეიმო ღონისძიებებმა მასშტაბური სახე მიიღო და თბილისის გარდა, თელავში, ქუთაისში, რუსთავსა  და ამბროლაურში გაიმართა. ღვინის დღის აღნიშვნის ძირითად მიზანს, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლება წარმოადგენს.


 მთავარი ღონისძიებები თბილისში, ვარდების  მოედანზე 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე მიმდინარეობდა.  ღვინის მწარმოებელი კომპანიები მომხმარებლებს საკუთარი პროდუქციის დეგუსტაციას სთავაზობდნენ.   ღონისძიების ფარგლებში ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული ნახატების, ფოტოების, კულტურულ-ტრადიციული ნიმუშების და ღვინო-პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტიც გაიმართა. 


ღვინის კომპანიათა გვერდით, გამორჩეული ხალხმრავლობა იყო სომელიეთა ასოციაციის "კარავთან", სადაც ღვინის დაგემოვნებასთან ერთად, თბილისელები ჟურნალ "ღვინო"-ს ახალი ნომრითაც საჩუქრდებოდნენ და ამავე დროს, მსურველებს საშუალება ჰქონდათ, "თბილისის ღვინის სკოლის" სომელიეს სერტიფიცირებულ კურსებზე ჩაწერილიყვნენ, სადაც სწავლა 30 ოქტომბრიდან იწყება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7454
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია