დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მხოლოდ ბრინჯაო მსოფლიო ჩემპიონატზე
2015/08/30 08:05:37

ასტანაში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ძიუდოში ქართველმა ძიუდოისტმა ადამ ოქრუაშვილმა (+100) მსოფლიოს ჩეპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ადამ ოქრუაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში პოლონელ მასიე სარნაკს ლაზარით მოუგო, ხოლო შემდეგ ჩეხი მაიკლ ჰორაკი და გერმანელი სვენ ჰეინლეც იპონით დაამარცხა.

ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ნახევარფინალში იაპონელი რიუ შიჩინოჰე იყო, რომელთანაც ოქრუაშვილი დამარცხდა.


ოქრუაშვილმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში გერმანელი ანდრე ბრეიტბართი იუკოთი დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ოქრუაშვილმა საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ბრინჯაოს მედალი მოუპოვა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე არც ერთი ოქრო და ვერცხლი არ არის.

30 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდური პირველობა გაიმართება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15138
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია