დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„კუნძულების მოწყობის უმთავრესი მიზანი მოწესრიგებული მძღოლებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების დაცვაა“
2015/07/13 22:36:15

დღეს ქუთაისში, ზვიად გამსახურდიასა და ირაკლი აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ე.წ უსაფრთხოების კუნძულთან მომხდარ ავტოავარიას ქუთაისის მერიის ინფპრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. მერიაში მიიჩნევენ, რომ ავტოსაგზაო შემთთხვევა სავალალო შედეგით დამთავრდებოდა, რომ არა ურსათრფხოების კუნძულები, რომლებიც სულ ახლახან დაამონტაჟეს. 

 

„დღეს დილით ზვიად გამსახურდიასა და ირაკლი აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ე.წ უსაფრთხოების კუნძულს სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. საბედნიეროდ ავტოავარია მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტერიტორიის მახლობლად განთავსებულ სკოლასთან არაერთხელ მომხდარა ავტოავარია, რომელიც სავალალო შედეგით დასრულებულა. კუნძულიც სწორედ ამ სავალალო შედეგის თავიდან ასაცილებლად კეთდება.


გვინდა კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ქალაქ ქუთაისში აღნიშნული კუნძულების მოწყობის უმთავრესი მიზანი მოწესრიგებული მძღოლებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების დაცვაა. მოსახლეობისა და ავტომფლობელთა საყურადღებოდ ვაცხადებთ, რომ უსაფრთხოების კუნძულები ფოსფორის შემცველი საღებავით შეიღებება, რაც მათ ღამის საათებშიც ხილვადს გახდის. უსაფრთხოების კუნძულები ყველა დიდ ქალაქშია. გამონაკლისს წლების მანძილზე ქუთაისი წარმოადგენდა. მოვუწოდებთ მძღოლებს, იმოძრაონ შესაბამისი სიჩქარით , ვინაიდან მათ მიერ სიჩქარის გადაჭარბება მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.“_ ნათქვამია მერიის სამსახურის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ბოლო დროს 10 ადგილას მოეწყო უსაფრთხოების კუნძული, რაც ქვეყნის ბიუჯეტს 400 000 ლარი დაუჯდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3052
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია