დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცნობილ მხატვართა გალერეა
ქუთაისის მუზეუმი ფიროსმანის მასპინძელია
2015/04/15 17:54:36

დღეს ქუთაისში, სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, ფიროსმანის სურათების გამოფენა გაიხსნა.

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თაოსნობით ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში დაცული სურათები ქუთაისში ასე მასშტაბურად პირველად გამოიფინა.

აღნიშნული გამოფენა პროექტის "მუზეუმების კოლექციების პოპულარიზაციის" ფარგლებში განხორციელდა.

 

გამოფენა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ნიკოლოზ ანთიძემ გახსნეს.


"ბევრი ვერ ახერხებს მირზაანში ფიროსმანის სახლ-მუზეუმის მონახულებას. ამ გამოფენების მოწყობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედება საზოგადოებასთან უფრო ახლოს მივა", - აღნიშნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ.


ექსპონატებს შორის არის პაბლო პიკასოს „ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი“, რომელიც მხატვარმა 1972 წელს შექმნა.

 

გამოფენა ქუთაისში 30 აპრილამდე გასტანს, საიდანაც ბათუმში და წინანდალში გადაინაცვლებს.

 

ლიკა ლიკანელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2482
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია