ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსთან ერთად, ხარებავას და ზ.ჭავჭავაძის ქუჩებზე ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
ავტოქარხნის დასახლებაში თვის ბოლომდე 7 ეზო მოწესრიგდება. პარალელურად, სამუშაოები ქუთაისის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე მოწესრიგდება 32, ხოლო მეორე ეტაპზე 30 ეზო.
ქუთაისში ეზოების მოწყობა თანადაფინანსებით ხდება - თვითმმართველობა აფინანსებს 90%-ს, მოსახლეობა კი - 10%. უკვე დაპროექტებულია 62 ეზო, რომელთა შეკეთებაც წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.
ქალაქის მერის აცხადებს, რომ წლის ბოლომდე შეეცდებიან დამატებითი თანხების მოძიებას ქალაქში უფრო მეტი ეზოს კეთილმოწყობისთვის.