2015 წლის 5 მარტს ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლის 1ა კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ბუნებისმცოდნებაში (პედაგოგი: ლალი ქობულაძე). გაკვეთილის თემა: „მრავალფეროვანი ბუნება“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების, მზის სისტემის, დედამიწის, ოკეანეების, მცენარეთა სამყაროს შესახებ. გადმოსცეს საკუთარი ცოდნა თავიანთ სამშობლო საქართველოზე. ისაუბრეს ადამიანსა და მის შეგრძნებებზე. გაკვეთილზე გამოყებებული იყო დიდაქტიკური ვიდეო სასწავლო რესურსები. ჩატარდა გამოკითხვა და ტესტი ბუკების საშუალებით. მოსწავლეებს დაურიგდათ პრიზები.