დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„არ მჭირდება ქვოტირებით ინიცირებული „ნებართვა“, მე „მე“ ვარ!
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/03/14 15:40:39

ჩვენი პირველი შეხვედრა სამსახურეობრივი იყო. რედაქციაში დაგვიკავშირდა და ორგანიზაციაპირველი ნაბიჯი საქართველო“-ში მიმდინარე მოვლენების გაშუქება გვთხოვა. ჩავთვალე, რომ ჩვეულებრივი რიგითი შეხვედრა იყო და უხალისოდ გავემგზავრე დანიშნულ ადგილზე.

 

ცენტრში შესვლისთანავე ბავშვების ალყაში აღმოვჩნდი. პატარა მასპინძლები სტუმარის გაცნობას ცდილობდნენ.

 

ალბათ, როგორი რთულია აქ მუშაობა - გავიფიქრე და დირექტორის ოთახში შევედი. ლამაზთვალება და მომხიბვლელღიმილიანი ქალბატონი დამხვდა, რომელმაც  ცენტრში არსებულ პრობლემებზე, სახელმწიფოს არასათანადო დამოკიდებულებასა და ბავშვების ცენტრს მიღმა დარჩენის საფრთხეზე ისაუბრა. ცდილობდა, სწორი მესიჯებით მიექცია შესაბამისი ორგანოების ყურადღება, ეჩვენებინარაოდენ მნიშვნელოვანია მცირედი ქველმოქმედებაც კი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განკუთვლილი ცენტრი უსახსრობის გამო არ გაუქმებულიყო. საუბრის დასასრულს ცენტრის ბენეფიციარები სათითაოდ გამაცნო, ბავშვები ღიმილით და ტაშით ცდილობდნენ  მის მიმართ სიყვარულის გამოხატვას.

 

მივხვდი, რომ ცეტრში მუშაობის სირთულის შეფასებისას ვიჩქარე, რადგან ბავშვების გულწრფელი სიყვარული ბრძოლისთვის არცთუ პატარა მიზეზი  იყო.

 

შემდგომ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს ცენტრში დაგეგმილ ღონისძიებებზე, შშმ პირთა აქციებზეთვითმართველობის არჩევნებზე...

 

ნათია გუდავას, აქტიურობიდან გამომდინარე, ქუთაისში კარგად იცნობენ, თუმცა, თვლის, რომ ერთი ჩვეულებრივი ქალია, რომელიც სხვისი უფლებებისთვის იბრძვის.

 

ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. თუმცა, ბავშვობიდანვე მეტყობოდა ხასიათის სიმტკიცე. მაშინ უფრო სიჯიუტე ერქვა ამას. ყოველთვის მიყვარდა სიახლეები, სოციალური აქტივობები, კომუნიკაცია ახალ ადამიანებთან... ახლა მეცინება ბევრ ისტორიაზე და საკმაოდ რთული გარდატეხის ასაკი მქონდა, ზედმეტად დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ვიყავი. კარგად მახსოვს 1989 წლის აპრილი და თანმხლები მოვლენები... უკვე გააზრებულად მოვიხსენით სასკოლო ფორმიდან თეთრი საყელური და წითელი ყელსახვევი, მასწავლებლის წინააღმდეგობის მიუხედავადვაპროტესტებდი საქართველოს ოკუპაციას, გაკვეთილზე და ხანდახან მიტინგზეც.

 

ძალიან პატარა დავქორწინდი, თუმცა ოჯახური თანაცხოვრება მალე დასრულდა, მყავს ანცი ვაჟიშვილი, რომელიც 21 წლისაა“.

 

ამბობს, რომ ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება არ აქვს, თუმცა, რაც აქვს სულმისია“. განსაკუთრებული სიყვარულით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ურთიერთობას, მათზე ზრუნვის და მათი უფლებების გასაძლიერებლად შრომას იხსენებს.

 

ჩემი ერთ-ერთი სამსახურეობრივი გამოცდილება ბავშვებს უკავშირდება... ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ, ბავშვები შეზღუდული შესაძლებლობით... რთული იყო სფეროში შესვლა, განსაკუთრებით მძიმე იყო პირველი გამოცდილება. ელდის და პირველი ბარიერების გადალახვის შემდეგ, დგება განსაკუთრებული მოტივაცია და პასუხისმგებლობა, ბოლომდე დაიხარჯო და გააკეთო ის, რისი ვალდებულებაც გაქვს. ხანდახან ეს ვალდებულება გაცილებითმცირედა მსუბუქია, ვიდრე ისურვებდი, როგორც პროფესიონალი, მაგრამ როგორც კი ემოცია მოდის წინ და ტრადიციული, „ადამიანური გზებით ცდილობ საქმის კეთებას, საქმე რთულდება და ბარიერები მრავლდება. სოციალურ სფეროში, განსკუთრებით ბავშვებთან, მნიშვნელოვანია საკითხისადმი პროფესიული, გააზრებული მიდგომა, გუნდური მუშაობა და ნდობა“.

 

მოგვიანებით ძალების მოსინჯვას პოლიტიკაშიც შეეცედა და 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა. იყო ერთ-ერთი გამორჩეული და აქტიური ქალი, რომელიც საკრებულოს მანდატის მოპოვებას თანაქალაქელების უფლებების დასაცავად და კეთესი მომავლისთვის ცდილობდა.  როგორც აღნიშნავს, თანამოაზრეთა და მზარდამჭერთა მოპოვებით, მეტი პროგრამების გატანას  და ბიუჯეტისთვის უფრო სოციალური აქცენტის შემატებას  შეძლებდა.

 

ამჟამად თბილსის მერი ტექნოლოგიური განვითარების ფონდში მუშაობს. თვლის, რომ, პოლიტიკით და მმართველობით დაინტერესება ახლა უფრო მტკიცე და სტრუქტურირებულია, უფრო არგუმენტირებული და მკაფიო. ქალბატონებსაც გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

 

ქალის როლი, ქალთა უფლებები, ქალები ცვლილებებისთვისეს მნიშვნელოვანი საკითხებია

 

ხანდახან უკიდურესი და არარაციონალური ფემინისტი ვხდები... ვინ დააწესა ეს როლები? როდის? რატომ? პრობლემის მოსაგვარებლად და საქმის საკეთებლად რა საჭიროა როლების დიფერენცირება?

 

ახალს ვერაფერს ვიტყვი, ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებით, სოციუმის განვითარების და ზოგადი განათლების მაჩვენებლი პირდაპირ კავშირშია გენდერულ თანასწორობასთან... რაც უფრო მაღალია საზოგადოების განვითარების მაჩვენებელი, მით უფრო არადისკრიმინაციული, არაძალადობრივი და ტოლერანტულია გარემო. განვითარებულ გარემოში ინდივიდები აღწევენ წარმატებას, ინდივიდები იღებენ გადაწყვეტილებას, ინდივიდები ადგენენ და ახორციელებენ გეგმებს და არა გენდერული ნიშნითდაღდასმულები“, ქალები ან კაცები, მორწმუნეები ან ურწმუნონი, ჰეტერო ან ბისექსუალები.

 

მე, ჩემი შინაგანი დამოკიდებულებით, არ ვარ მომხრე გენდერული ქვოტირების, არ მჭირდება ქვოტირებით ინიცირებულინებართვა“. მემევარ და მინდა მიმიწვდებოდეს ხელი, ხმა და შესაძლებლობა იქამდე, ვიდრე შევძლებ, ჩემით, დამოუკიდებლად.

 

თუმცა... ვიაზრებ რა ძალიან წვრილმან ნიუანსებს: „ქალი ვიცი კუხნაში“, „ქალს რა უნდა საჭესთან“,  „პატრონს უნდა ჩაბარდე“ – ჯერ კიდევ მძლავრად არის ჩვენში, სხვა გზას ვერ ვხედავ ქალების გააქტიურებისთვის. კაცებო, ცოტა გაიწიეთ! ქალებო, გამოდით „კარში“!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2498
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია