დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
250 000 - იანი სკვერი - ქუთაისს
2009/07/02 08:37:10

უახლოეს ხანში ქუთაისს კიდევ ერთი თანამედროვე ტიპის შადრევანი შეემატება, რომელიც, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, კიკვიძის ბაღში დამონტაჟდება. კიკვიძის ბაღში არსებული ძველი შადრევნის დემონტაჟი რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ამ ეტაპზე იქ სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დღეებში სამუშაოები ქუთაისის მერმა ნუგზარ შამუგიამ და მერის პირველმა მოადგილემ ზაზა ნუცუბიძემ მოინახულეს. შადრევნის მშენებლობის დასრულებისთანავე სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი გამოიყოფა. სამუშაოების შემსრულებელი ტენდერით გამოვლინდება. ნუგზარ შამუგიას განცხადებით, სექტემბრისთვის განახლებული კიკვიძის ბაღი ახალგაზრდობის საუკეთესო დასასვენებელი ადგილი გახდება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1728
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია