დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის კონკურსის მეორე ეტაპის შედეგები ცნობილია
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/11/18 13:26:36

ქუთაისის მერიაში ტესტირების ბარიერი  53-მა ატესტანტმა ვერ გადალახა, ამის შესახებ განცხადება ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ გააკეთა.


მისი თქმით, მეორე ეტაპზე გადასული  902 ადამიანიდან, ტესტირებაზე მხოლოდ 796 გამოცხადდა. აქედან ტესტირების ეტაპი 401-მა ატესტანტმა წარმატებით გადალახა, 50 ქულა და ზევით 157-მა მონაწილემ მიიღო. ხოლო ბარიერი ვერ გადალახა 53-მა ატესტანტმა.


შოთა მურღულიას განცხადებით, ყველაზე მაღალი კონკურენცია მერიის შემდეგ ვაკანსიებზე დაფიქსირდა: მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილეზე ერთ ადგილზე 24 კონკურსანტი, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილეზე ერთ ადგილზე 14 კონკურსანტი და მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განყოფილების წამყვან სპეციალისტზე - ერთ ადგილზე 15 კონკურსანტი. 


კონკურსის მეორე ეტაპი, რომელსაც გასაუბრების სახე ექნება, 25 ნოემბრიდან დაიწყება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3184
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია