დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი: “ნაციონალები“ სამუშაოებს უკუღმა აკეთებდნენ“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/09/26 11:31:20

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ძელქვიანის მაჟორიტარ–დეპუტატმა კახაბერ დვალიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე დეპუტატმა ორი თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა. ასევე არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგემბზე ისაუბრა.

დვალიშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს სისტემა უკუღმა იყო აგებული, ბიუჯეტი არასწორად იხარჯებოდა, პრობლემა კი მოუგვარებელი რჩებოდა.

„ნაციონალები“ პრობლემას უკუღმა აგვარებდნენ. არ ეკითხებოდნენ მოსახლეობას, რომელი პრობლემა იყო მათთვის პრიორიტეტული.  ჯერ ასფალტს აგებდნენ, შემდეგ იწყებდნენ წყლის მილების ჩაყრას, რისთვისაც დაგებული გზა თავიდან იყო გასაკეთებელი.  ჩვენ გვაქვს უშუალო კონტაქტი ჩვენს მოსახლეობასთან. ვიგებთ მათ პრობლემებს და საჭიროების  მიხედვით ვაგვარებთ. ჩვენი მიზანია, ამ ქალაქს ყველა პრობლემა თანმიმდევრულად მოვუგვაროთ“–განაცხადა დვალიშვილმა.

როგორც შეხვედრაზე გაჟღერდა, ძელქვიანის მუნიციპალიტეტში 20  ქუჩის კეთილმოწყობა მოხდა, დაიგო ასფალტის საფარი და გაკეთდა სანიაღვრე ქსელები.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემს სამაჟორიტარო უბანში 534 სოციალურად დაუცველი და მადლიერების სახლის 170 ბენეფიციარი ცხოვრობს. ყველაფერს გავაკეთებ მათი რაოდენობის მინიმუმამდე დასაყვანად.“–აღნიშნა კახაბერ დვალშვილმა.

მოსახლეობამ დეპუტატთან შეხვედრაზე მათ უბნებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, რაც ძირითადად გზის,  სანიაღვრე სისტემების და წყლის პრობლემებს ეხებოდა. როგორც მათ აღნიშნეს, კომპანიები სამუშაოებს დაგვიანებით ასრულებენ, ასევე წყალმომარაგებისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანოიები ერთმანეთის დადანაშაულებით არიან დაკავებული, რითაც ადგილობრივი მოსახლეობა ზარალდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2696
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია