დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი საქართველო იქნება
2014/09/01 12:21:10

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება

 

 

დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი და ვიცე-პრეზიდენტი კატია ბონე ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ  ირაკლი ღარიბაშვილთან და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან. უცხოელი სტუმრები ქართველ გამომცემლებს, ჟურნალისტებს, აგრეთვე, სახელოვნებო დარგებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

 

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგიას განიხილავენ.

 

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას შორის ხელშეკრულება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობასთან დაკავშირებით,  2014 წლის 27 თებერვალს, ბერლინში გაფორმდა.  ეს თანამშრომლობა საქართველოს საშუალებას აძლევს, მთელი წლის განმავლობაში  თავისი მრავალსაუკუნოვანი კულტურულ-ინტელექტუალური მემკვიდრეობა  მსოფლიოს გააცნოს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2994
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია