დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საერთაშორისო კონკურსზე რომელმა ქართულმა ღვინოებმა დაიმსახურეს ოქროს მედლები?
2014/06/08 18:37:17

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-7 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) პატრონაჟით, ღვინისმე-6 საერთაშორისო კონკურსი (6-th International Wine Award) გაიმართა.


7 ივნისს, კონკურსის კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართველი და უცხოელი საერთაშორისო ექსპერტები, მაგისტრები და ღვინის სპეციალისტები - ლუბოს ბარტა (ჟიურის თავმჯდომარე - ჩეხეთის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი), იან ჟუბანი (ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) გენერალური მდივანი), ჯამალ რაისი (ღვინის კრიტიკოსი - აშშ), ლიზა გრანიკი (ღვინის ექსპერტი), ნატალი ზალკოვსკი (ღვინის მაგისტრი - საფრანგეთი), გეორგ ბინდერი (ღვინის მაგისტრი, პროფესორი - გერმანია), გიორგი დაქიშვილი(ღვინისექსპერტი - საქართველო) და ლევან მეხუზლა (ღვინის ექსპერტი - საქართველო), 100-მდე საკონკურსო ნიმუშიდან სხვადასხვა კატეგორიებში  28 გამარჯვებული ღვინო გამოავლინა. 

 

ღვინისმე-6 საერთაშორისოკონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:

კატეგორიაში  თეთრი მშრალი ღვინო 

ოქროს მედალი   ,,ილიას ტრამინსერვენი 2013 პოზდნი ზბერ“ (ვინარსტვი ილიას პავლოკ - სლოვენია);

ოქროს მედალი  ,,საუვინიონ ბლენქ“ (პაველ ბინდერის ოჯახური მეღვინეობა - ჩეხეთი);

ოქროს მედალი   ,,დავინუს ვენტილისკე ზელენე კაბინეტ“  (დავინუსი -ჩეხეთი);

 

ვერცხლის მედალი  ,,ცოლიკაური“ (ასკანელი ძმები); 

ვერცხლის მედალი   ,,კრახუნა“ (მეღვინეობა ხარება);

ვერცხლის მედალი  ,,წინანდალი“ (ბესინი);

ვერცხლის მედალი  ,,ჩინური“ (კახური ტრადიციული მეღვინეობა);

ვერცხლის მედალი   ,,მწვანე“  (მეღვინეობა ხარება);

ვერცხლის მედალი  ,,ცოლიკაური“ (კახური ტრადიციული მეღვინეობა);

ვერცხლის მედალი  ,,ვარიეტო რუზლინგ 2013 ნესკორი ზბორ“ (კარპატსკა პერლა -სლოვაკეთი)

 

კატეგორიაში ქვევრის თეთრი ღვინო:

ოქროს მედალი ,,გოცას ოჯახური ღვინო-მწვანე“ (ბექა გოცაძის ოჯახური მეღვინეობა); 

ოქროს მედალი ,,ლაგის მეღვინეობა -ციცკა“ (მეღვინეობა ლაგი);

ოქროს მედალი  ,,რქაწითელი“ (გაერთიანება თემი);

 

კატეგორიაში წითელი მშრალი ღვინო

ოქროს მედალი ,,შუმი საფერავი 2013“ (შუმი);

ოქროს მედალი  ,,იბერიული მუკუზანი“ (შუმი); 

ოქროს მედალი ,,საფერავი მუხის“ (ქინძმარაულის მარანი); 

ოქროს მედალი ,,ჩელთი“ (ჩელთი);

ოქროს მედალი ,,ხარება“ (მეღვინეობა ხარება);

ვერცხლის მედალი ,,საფერავი“ (თბილღვინო);

 

ვერცხლის მედალი ,,კახური სამეფო“ (ქინძმარაულის მარანი)

 

 

კატეგორიაში ქვევრის წითელი  ღვინო

ვერცხლის მედალი ჩელთი ქვევრის (ჩელთი)

 

კატეგორიაში წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო

ოქროს მედალი ,,შუმი ქინძმარაული“(შუმი);

ოქროს მედალი  ,,იბერიკა ქინძმარაული“ (შუმი);

ოქროს მედალი  ,,იბერიული ქინძმარაული“ (შუმი); 

ოქროს მედალი ,,იბერიული ხვანჭკარა“ (შუმი);

ოქროს მედალი ,,ქინძმარაული“ (ასკანელი ძმები);

ოქროს მედალი ,,უსახელაური“ (მეღვინეობა ხარება);

 

ვერცხლის მედალი  ,,ქინძმარაული“ (მეღვინეობა ხარება);

 

 

კონკურსზე  საკუთარი პროდუქცია წარადგინეს  როგორც ღვინის მწარმოებელმა მსხვილმა კომპანიებმა, ისე ფერმერულმა  გაერთიანებებმა და გლეხურმა მეურნეობებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.  გამარჯვებული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა და ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს.


დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ლევან უჯმაჯურიძე, გამოფენაში მონაწილე კომპანიების, სახელმწიფო ორგანიზაციების, ასოციაციების წარმომადგენლები, ღვინის დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, ექსპერტები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

საგამოფენო ცენტრის ,,ექსპოჯორჯიასა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო  გამოფენის ფარგლებში  საერთაშორისო სტანდარტების  ღვინის კონკურსის ჩატარება ტრადიციად იქცა და ყოველწლიურად უფრო და უფრო  მაღალი რანგის სტუმრებს იზიდავს. უკვე მეექვსე წელია, აღნიშნული კონკურსის ჟიურის წევრები მსოფლიოს წამყვანი ღვინის ექსპერტები, ღვინის მაგისტრები და სპეციალისტები არიან. მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სპეციალისტებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის აღნიშნული ღონისძიება წლის მთავარ მოვლენას წარმოადგენს. უცხოელი სტუმრები - ღვინის მაგისტრები, ექსპერტები და სპეციალისტები გამოფენას და  ღვინის კონკურსს მეტად პრესტიჟულსა და სოლიდურს ხდის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2706
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია