დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წყალტუბოში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი მიმდინარეობს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/27 15:28:58

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილემ ალექსანდრე იოსებაშვილმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა.


ამ ეტაპზე რაიონში ცივი ტბის დასასვენებელი კომპლექსის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, უკვე დასრულებულია ტბის გაწმენდითი სამუშაოები და უახლოეს მომავალში გარე ინფრასტრუქტურის მოწყობა მოხდება. პროექტს 5 მილიონი ლარით მსოფლიო ბანკი აფინანსებს. „ცივი ტბის დასასვენებელი კომპლექსის სრულად დასრულების შემდეგ წყალტუბოში კიდევ ერთი ძალიან კარგი დასასვენებელი ადგილი გაჩნდება და რაიონს ეკონომიკური განვითარების სტიმულსაც მისცემს“. - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალექსანდრე იოსებაშვილმა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეში ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოებიც დაიწყება, რომლისთვისაც მსოფილო ბანკმა 7 მილიონი ლარი გამოყო.


 აღნიშნული პროექტების განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა, რადგან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიასანიმაღებული ვალდებულებები არ შეასრულა და სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერის ხელმეორედ გამოცხადება გახდა საჭირო. დღესვე, იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციასთან და საზოგადოებრივ აქტივთან გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე რაიონში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს, მიმდინარე წლის ბიუჯეტის ანალიზი წარმოადგინეს და მომდევნო 6 თვის ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2722
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია