დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა შემთხვევაში ვერ გაივლიან რეგისტრაციას საარჩევნოდ პარტიები და კანდიდატები?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/14 12:56:52

16 მაისს პოლიტიკურ პარტიებს, საინიციატივო ჯგუფებსა  და დამოუკიდებელ კანდიდატებს საოლქო კომისიაში სიების წარდგენის ვადა ეწურებათ.


იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია და კანდიდატი საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს სრულად ვერ დააკმაყოფილებს, რეგისტრაციას ვერ გაივლის.


საარჩევნო სუბიექტებს არჩევნებში მონაწილეობა, სხვადასხვა ნიუანსთან ერთად, იმ შემთხვევაში ეკრძალებათ, თუ ორი წლის განმავლობაში არ უცხოვრიათ ქუთაისში, 5 წელი კი საქართველოში არ იმყოფებოდნენ, ასევე არასრულად აქვთ შეგროვებული საჭირო დოკუმენტაცია.  არჩევნებში მონაწილეებს ხარვეზების გამოსასწორებლად გარკვეული დრო  მიეცემათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცესკოში ვერ დარეგისტრირდებიან.


ქუთაისის №59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის 10 საინიციატივო ჯგუფი და მაჟორიტარობის მსურველი 10 დამოუკიდებელი კანდიდატია დარეგისტრირებული.


რაც შეეხებათ პოლიტიკურ პარტიებს, არსებული ინფორმაციით, საოლქოსთვის ჯერ არ მიუმართავთ. როგორც პარტიებში აცხადებენ, სიების ფორმირება თითქმის დასრულებულია და ვადის ამოწურვამდე აუცილებლად წარადგენენ კომისიაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2272
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია