დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჩხერის მუნიციპალიტეტში შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი შენობა-ნაგებობების მონიტორინგი იწყება
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/03/07 11:21:24

პრემიერ ღარიბაშვილის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გადაწყვეტილება შშმ პირებს შეეხო. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს უფლება, დავა დაიწყოს სახელმწიფო ორგანიზაციების წინააღმდეგ, თუ კონვენციის რომელიმე მუხლი დაირღვა (კანონმდებლობით შშმ პირი სასამართლო ბაჟისაგან გათავისუფლებულია).

 

რა კეთდება ამ მიმართულებით რეგიონებში, სადაც ყველაზე ნაკლებად ინფორმირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირი?

 

ამ საკითხზე გვესაუბრა გიორგი გოგატიშვილი, საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა“ რეგისტრირებული კავშირის გამგეობის თავმჯდომარე და აღნიშნული პროექტის მენეჯერი.

 

საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი“ 2014 წლის 3 თებერვლიდან ახორციელებს პროექტს ხელმისაწვდომი ფიზიკური გარემო  – გზა სოციალური ინტეგრაციისაკენ“, რომელიც ხორციელდება კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ მიერ პროექტ შეზღუდული შესაძლებლობის ადვოკატირების“ ფარგლებში, პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს მიერ. პროექტის მიზანია საჩხერის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის გაძლიერება და გააქტიურება, მოქმედი კანონმდებლობის შესრულებაზე ზედამხედველობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის გაზრდა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მასმედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებითა და გადაწყვეტილებების მიღებით სოციალურ ინფრასტრუქტურაზე, კერძოდ, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე შშმ პირთა შეღწევადობის, ხელმისაწვდომობისა და მათი რაოდენობის გაზრდა.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საჩხერის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების (შენობა-ნაგებობების) მონიტორინგი და შეფასება შშმ პირთა შეღწევადობისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. რის შემდეგაც მოხდება ინფორმაციის ანალიზი, დაიწერება ანგარიში და მომზადდება შესაბამისი რეკომენდაციები (პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აგრეთვე შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მრგვალი მაგიდა და კონფერენციები). რისთვისაც პროექტის ფარგლებში შევქმენით მონიტორინგის/შეფასების ჯგუფი.

 

მონიტორინგი და შეფასება მოხდება 2014 წლის 6 იანვრის საქართველოს მთავრობის №41 დადგენილებით დამტკიცებულიშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის“ მიხედვით. დიდი სიხარულით აღვიშნავთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2006 წლის 13 დეკემბრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ რატიფიცირება თანდართული დეკლარაციის გათვალისწინებით. კონვენციის მიხედვით შშმ პირი არ განიხილება, როგორც შემოწირულობის ობიექტი, სოციალური დაცვის და მკურნალობის ობიექტი, არამედ ის განიხილება, როგორც უფლებების სუბიექტი და საზოგადოების აქტიური წევრი,“ –  აცხადებს გიორგი (გოგა) გოგატიშვილი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2707
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია