დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოსამართლეები 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნებიან
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/28 16:44:18

ასტუმრო შერატო მეტეხი პალასში მოსამართლეთა უვადო დანიშვნის, გამოსაცდელი ვადის, მონიტორინგისა და შეფასების საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაში პოლონელი, გერმანელი, ბრიტანელი, ავსტრიელი, ხორვატი და ამერიკელი მოსამართლეებიც მონაწილეობენ.

 

 

თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი: „იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რათა ქართულ მართლმსაჯულებაში შეიქმნას სწორი, გამართული და ისეთი სისტემა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მისცემს ისეთ სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომლებსაც საზოგადოება ენდობა. დღეს ეს ნდობა ჯერ კიდევ არის საკმაოდ დაბალი ხარისხის, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე თავისუფალია. დღეს ჩვენ მოვიწვიეთ მოსამართლეების საერთაშორისო კონფერენცია. შვიდი ქვეყნის უცხოელი მოსამართლეები გახლავთ ჩამოსული იმისთვის, რომ დიალოგი შედგეს მათსა და ჩვენს მოსამართლეებს შორის,  ერთ ძალიან მნიშვნელოვან  თემაზე - ეს გახლავთ მოსამართლეების 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა, ვიდრე ისინი თავიანთ პოზიციაზე დაინიშნებიან სამუდამოდ, სასამართლო სისტემაში იარსებებს შეფასებების სისტემა – მოსამართლე, რომელიც  კარგად იმუშავებს,  დაინიშნება სამუდამოდ და ვინც ვერა - ის არ დაინიშნება.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2481
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია