დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროფკავშირების მოწოდება საზოგადოებას და მედიას!
ირაკლი პეტრიაშვილი:"საკუთარი თავის გარდა, პატრონი არ გვყავს დასაქმებულებს"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/14 22:37:35

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს სამ ქალაქში მიმდინარე საგაფიცვო მოძრაობას კიდევ ერთხელ ეხმიანება და თავის "ფეისბუქის" გვერდის საშუალებით საზოგადოებას გაფიცული ადამიანების სოლიდარობისაკენ მოუწოდებს.

 

"ჩემო მეგობრებო, საქართველოს პროფკავშირები ერთდროულად რამოდენიმე ქალაქსა და საწარმოში ორგანიზებას უწევს რამდენიმე საპროტესტო აქციას(ბათუმში- მძღოლები,რუსთავში- მძღოლები,დაბა კაზრეთში-ოქროს კარიერზე დასაქმებულები,თბილისში-მეხანძრე-მაშველები).

 

მიუხედავად წევრი ორგანიზაციების ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობისა, აქციების დასაქმებულებისთვის წარმატებით დასრულება დამოკიდებულია თქვენს მხარდაჭერაზე და სოლიდარობის ხარისხზე,მედიის საშუალებით 10%-ც კი არ მიეწოდება ინფორმაცია საზოგადოებას იმ გაუსაძლის და შეურაცხმყოფელ პირობებზე, რის გამოც ჩვენი დები და ძმები არიან გაფიცულები და ამ ყინვაში კარვებში შიმშილობენ.

 

არაერთხელ მითქვამს, რომ საკუთარი თავის გარდა, პატრონი არ გვყავს დასაქმებულებს, ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური ტრიბუნა, პრესა, ტელევიზია და ა.შ.მაგრამ,ჩვენ ვართ ბევრი და თუ ჩვენი სოლიდარობის ხარისხი იქნება მაღალი, სამართალს ყოველთვის ვიპოვით.

 

თუ კაზრეთსა და ბათუმში ვერ ჩახვალთ, საბურთალოს ქუჩაზე ხომ შეგიძლიათ მისვლა? მიდით და სოლიდარობა გამოუცხადეთ მოშიმშილე მეხანძრე-მაშველებს, ისინი კარგად გაზრდილი ვაჟკაცი ბიჭები არიან და თავის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.

 

წარმოიდგინეთ, რა მარაზმია მათ სამსახურში, რომ იძულებული გახდნენ, ქუჩაში კარავი გაეშალათ და შიმშილობა დაეწყოთ. (ამ სტატუს ვწერ და თან ტელევიზორიდან მესმის ხუთწუთიანი ბოდვა, როგორი ლამაზია ზებრა, რომელიც "იუვენტუსს" გავს და როგორ იზრუნებენ ამ ზებრაზე).

 

მოკლედ, ხომ ხედავთ, რა გარემოში გვიწევს ყოფა და თქვენ მაინც იყავით ადეკვატურები. გადაეცით ეს თხოვნა ყველას. ნუ დააჩაგვრინებთ ბლუკუნა გიორგაძისნაირ პატარა კაცებს თქვენს ძმებს" – ნათქვამია ირაკლი პეტრიაშვილის მოწოდებაში.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3409
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია