დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტოტალური თვალთვალის მსხვერპლნი
რატომ არ ანადგურებენ პირადი ცხოვრების ამსახველ 24 000 ვიდეოფირს?
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/28 20:08:09

პირადი ცხოვრების ამსახველი  24 ათასი ვიდეოფირი ჯერ კიდევ არქივში დევს. თუმცა, სანამ არ ჩატარდება გამოძიება,   მანამდე მისი განადგურება არ იგეგმება. ვინ და რატომ შექმნა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, ჯერ კიდევ გაურკვველია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აუცილებელია, დადგინდეს ამ ვიდეომასალის შექმნის ისტორია. ამ საკითხით არა მხოლოდ საგამოძიებო ორგანოები, არამედ პარლამენტიც უნდა დაინტესდეს.

 


  ეკა გიგაური (არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალეობის" ხელმძღვანელი):

–ჩვენ გავანდგურეთ პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები, მაგრამ კიდევ არის 24 ათასი ფირი, სხვადასხვა ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ. აუცილებელია, დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტზე, რომ ეს არქივი არსებობს. საინტერესოა, ვინ ქმნიდა პირადი ცხოვრების ამსახველ არქივს და რატომ?

 

 

 ლაშა ტუღუში (გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორი):

–გამოძიება უნდა ჩატარდეს  როგორც პოლიტიკური ნიშნით, ასევე – წმინდა იურიდიული თვალსაზრისით. ეს უნდა ჩაატაროს არა მარტო სამართალდამცავებმა, არამედ – პარლამეტის წევრებმა, თუ რა პოლიტიკური ინტერესები დევს ამ მასალებში?

ბოლოსდაბოლოს, ვინ იყო ამის დამკვეთი და ვინ იქექებოდა ამა თუ იმ ადამიანის პირად ცხოვრებაში? ვიღაცამ ხომ უნდა აგოს ამაზე პასუხი?

 

 გია თევზაძე– (ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატრიმართა სოციალური  უზრუნველყოფის საერთაშორისო  ორგანიზაციის ხელმძღვანელი):

 

 აუცილებელია განადგურდეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ეს წინა ხელისუფლების დროს  შეიქმნა,მაგრამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ამ კადრების განადგურება. გამოძიებას აღარ უნდა დაველოდოთ. ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს ის, რომ ეს ფირები საჯაროდ გაანადგუროს, შესაბამისი კომისიის თანდასწრებით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3370
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია