დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური იწილო–ბიწილო
მარგველაშვილი პროტექციონიზმის ბრალდებით გადააყენეს
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/01/23 20:21:43

13 ხმით 4–ის წინააღმდეგ ქუთაისის საკრებულოს წევრებმა თამაზ მარგველაშვილი  დღეს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯომარის პოსტიდან გადააყენეს. კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს საკრებულოს „ნაციონალმა“ წევრებმა – გია უკლებამ და გია გოქაძემ.


„ოცნებამ“ და „პატრიოტებმა“ ერთმანეთში ძალაუფლება ვერ გაიყვეს და ახლა მორიგ სპექტაკლს დგამენ. ჩვენ მათ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ“,– აღნიშნა გოქაძემ.

 

მათ, ვინც მარგველაშვილის გადაყენებას მხარი დაუჭირა, გადაწყვეტილება ასე ახსნეს:

 

მამუკა მღვდელაძე: „კომისიის თავმჯდომარე გადაწყვეტილებებს პროტექციონიზმით იღებდა და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო“.

 

საკრებულოს  გადაწყვეტილებას „დაეთანხმა“ თავად მარგველაშვილიც: „მე საკრებულომ ამირჩია და მანვე გადამაყენა. ასე რომ, ეს ამბავი აქ სრულდება“.

 

ვაკანტურ პოსტზე კანდიდატს საკრებულოს წევრები უახლოეს მომავალში დაასახელებენ. ერთ-ერთი ვერსიით, ეს შესაძლოა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კირკიტაძე იყოს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3183
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია