დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
ქობულეთელი იპოთეკარები აჭარის მთავრობას ემუქრებიან
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/18 20:03:57

 

 ქობულეთში იპოთკით დაზარალებულების გამოსახლება დაიწყო. როგორც იპოთეკარები აცხადებენ, მათი გამოსახლება 1 თებერვლამდე შეჩერებული იყო. აჭარის მთავრობა ქობულეთელებს დახმარებას და  გამოსახლების შეჩერებას ჰპირდებოდა. თუმცა, შეპირება დაივიწყეს.  ახლა მათ  ძალისმიერი მეთოდებით ასახლებენ საცხოვრებელი ბინებიდან.


 ქობულეთელი იპოთეკარების განცხადებით, ისინი  დათმობას არ აპირებენ. იპოთეკით დაზარალებული ტაჩების საცხოვრებელი სახლი აუქციონზე გაიყიდა. სწორედ ტაჩების სახლთან გამართეს იპოთეკარებმა აქცია და აჭარის ხელისუფლებას შეპირებული გრძელვადიანი სესხი შეახსენეს, რითაც ისინი საცხოვრებელი ბინების დახსნას მოახერხებდნენ.

 

იპოთეკით დაზარალებულები გამოსახლებული  ტაჩების სახლში პოლიციის კორდონის გარღვევის შედეგად შევიდნენ. მათი განცხადებით, სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეთ,  საცხოვრებელს არ დათმობენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3413
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია