დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვანო მერაბიშვილის საკნიდან გამომყვანი და გუნავასთვის იარაღის ჩამდები პირი დადგენილია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/23 11:23:15

საინფორამაციო პორტალი newposts.ge ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პირი, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე შეასრულა ზემდგომთა დავალება და იარაღი ჩაუდო თენგიზ გუნავას, სულ ახლახან კი, ასევე ზემდგომთა დავალებით, საკნიდან გაიყვანა და მთავარ პროკურორთან შესახვედრად წაიყვანა ვანო მერაბიშვილი, დადგენილია. როგორც სააგენტო იტყობინება, ამის შესახებ ექსკლუზიურადნიუპოსტსძალოვნებთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა და ყოფილი პოლიციელის ვინაობაც დაასახელა, თუმცანიუპოსტიმას, უდანაშაულობის პრეზუმპციიდან გამომდინარე, მხოლოდ ინიციალებით ასახელებს.

მუშაობს თუ არა გია .-ძე ამჟამად შსს-ში ან რომელიმე სხვა, სამართალდამცველ სტრუქტურაში, „ნიუპოსტმა“, ჯერჯერობით, ვერ გაარკვია, მაგრამ დაადგინა, რომ ის ძველი პლეადის, ჯერ კიდევ შევარდნაძისდროინდელი ხელისუფლების პოლიციის თანამშრომელია და შსს-შინაციონალებისმმართველობის დროსაც მუშაობდა, თუმცა, მის სიძესთან დაკავშირებული ნარკოსკანდალის გამო, რომელშიც, წინასწარი შეცნობით, ის ხელშემწყობის, .. „კრიშისროლში გამოდიოდა, დააპატიმრეს, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს.

ამის შემდეგ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვალა, გია .-ძე შსს- სისტემაში არ მუშაობდა და პოლიციელის მუნდირი ისევ მხოლოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოარგეს, როგორც წყარო ამტკიცებს, „შავი და საეჭვო საქმეებისგასაკეთებლად.

პირველი დავალება, რაც მან ახალი ხელისუფლებისგან მიიღო, მაშინდელი შსს- გენინსპექციის უფროსის თენგიზ გუნავას დაკავების ოპერაცია იყო. როგორც წყარო ამბობს, ზუსტადაა დადგენილი, რომ სწორედ მან ჩაუდო იარაღი თენგიზ გუნავას.

წყარო აცხადებს, რომ ამ თემას თავად გუნავა საკუთარი წყაროებით ამოწმებდა და ამის გარდა, ასახელებს ერთერთ ქალბატონს, რომელმაც ეს ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის კულუარებიდან გამოიტანა.

მისი თქმით, ეს ქალბატონი ადრინდელ შსს-ში მოსმენების განყოფილებასთან იყო დაკავშირებული, დღეს კიქართული ოცნებისაქტიური მხარდამჭერი და პოლიტიკური პარტნიორია ერთერთ წარმომადგენლობით ორგანოში.

წყაროს თქმით, გუნავას სკანდალის შემდეგ გია .-ძე დროებით ჩამოაშორეს შსს- და ცნობისმოყვარე თვალს გაარიდეს, თუმცა, სწორედ ეს პიროვნება დასჭირდათ, როცა ახალმა მთავარმა პროკურორმა ვანო მერაბიშვილთანმეგობრული გაბაასებამოინდომა.

ამასთან, „ნიუპოსტისწყარო ვერ აზუსტებს, იცნობდა თუ არა ვანო მერაბიშვილი გია .-ძეს, თუმცა, დანამდვილებით ამბობს, რომ სწორედ მან გაიყვანა საკნიდან ვანო მერაბიშვილი:

ის ყველაზე დაინტერესებულ პირად წარმოაჩენდა თავს და თანაც, უხეშობდა, მაშინ, როცა ამ ოპერაციის სხვა მონაწილეები ჩუმად ასრულებდნენ მათთვის არასასიამოვნო დავალებას“, - ამბობსნიუპოსტისწყარო.

ნიუპოსტთანსაუბარში თენგიზ გუნავა არც ადასტურებს და არც უარყოფს მის საქმესთან ვინმე გია .-ძის კავშირის ფაქტს:

 

ჯერ ვერაფერს გეტყვით, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს“, - უთხრა მანნიუპოსტს“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2763
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია