დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„შოთა მურღულიამ ქუთაისის მერიაში რეალური რეორგანიზაცია უნდა დაიწყოს“–გოგი წულაია
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/22 14:30:08

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია დღეს გამართულ ბრიფინგზე  მერის მოვალეობის შემსრულებელად შოთა მურღულიას დანიშვნას გამოეხმაურა. პარტიის წევრებმა მურღულიას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს და ის 12 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს, რომელთა განხორციელებაც ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მურღულიამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

„ჩვენ ვთავაზობთ მურღულიას იმ პრიორიტეტებს, რომელთა შესრულებაც პირველ რიგში უნდა დაიწყოს. აუცილებელია, ყურადღება მიექცეს ქალაქის ბიუჯეტს, ასევე მერის სარეზერვო ფონდს, რომლის 400 000 ლარიანი ბიუჯეტი უკანონოდ დაარიგეს. შენობა, რომელიც 500 000 ლარი დაუჯდა ადგილობრივ ბიუჯეტს, დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუბდეს სასწრაფოს, რადგან სასწრაფოს ჯურღმულში გადაყვანამ რამდენიმე სიცოცხლე შეიწირა. რაც მთავარია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს,  ვინაიდან  ქუთაისელთათვის დაკისრებული მაღალი გადასახადით თბილისის ცენტრალურ ოფისში 400 უსაქმური იღებს ხელფასს. ყურადღება უნდა მიექცეს დასუფთავების სამსახურს. მურღულიამ უნდა დაიწყოს რეალური რეორგანიზაცია მერიაში, გაბერილი შტატების გამო ადგილობრივი თვითმმართველობის შენახვა ბიუჯეტს 6 მილიონი ლარი უჯდება, რაც ნამდვილად მძიმე ტვირთად აწევს ქალაქს. ციდან ჩამოფრენილი არ ვარ და ვიცი, რომ ერთ და ორ დღეში ვერ მოგვარდება ეს, მაგრამ, თუკი დავინახავთ მზაობას, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელი დაიწყებს მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელებას, ჩვენ მზად ვართ მასთან თანამშრომლობისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ გარდა ჩემი ქალაქის კეთილდღეობისა, არანაირი დაინტერესება არ მაქვს,"–აღნიშნა გოგი წულაიამ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1892
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია