ქუთაისის მერის მოვალეობის ახლადდანიშნული შემსრულებელი შოთა მურღულია ქუთაისის მერიაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. მას შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი შეხვდა. მურღულიამ ჟურნალისტებთან ქუთაისის მერის მოავლეობის შემსრულებლის რანგში პირველი კომენტარიც გააკეთა.
„მაშინაც, როცა სამინისტროში ვმუშაობდი ქუთაისის აქტიური მხარდამჭერი ვიყავი და იგივეს გავაკეთებ ახლაც. ქუთაისი განსაკუთრებით საპატივცემულო ქალაქია ჩემთვის“,-განაცხადა მურღულიამ.