დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ ამხელს ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო კომისიას ფორმალობაში?
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/20 16:19:48

ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო–საატესტაციო კომისიას, რომლის ობიექტურობა მისი შექმნის დღიდან საკრებულოს ოპოზიციისა და  არასამთავრობო სექტორის ნაწილის  მიერ არაერთხელ დადგა ეჭვქვეშ, ახლა უკვე მისივე წევრი აკრიტიკებს.  კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მღვდელაძე კომისიას, რომელმაც მალე ქალაქის მერი უნდა აირჩიოს, ფორმალურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ უმჯობესია თუ ქალაქის მერს კონკურსის გარეშე შეარჩევენ.

მღვდელაძე დაუფარავად აცხადებს, რომ კომისიის ფორმალური ხასიათი ქალაქის 100 დღიანი მერის დიმიტრი კოპალიანის არჩევის დროს გამომჟღავნდა. სწორედ ამით ხსნის იგი  მის სურვილს  ქალაქის ახალი მერის კონკურსის გარეშე არჩევასთან დაკავშირებით.

"ცხადია ფორმალურია კონკურსი როცა იცი რომ მაინც ის კანდიდატი უნდა აირჩიო, ვინც  ცენტრალური ხელისუფლებისგან არის მხარდაჭერილი. დიმიტრი კოპალიანის დროსაც ასე მოხდა.ახლა საუბარია  ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიაზე და მე ვფიქრობ, რომ ეს პროცედურები და დროში გაწელვა საჭირო არ არის. მე იგივე პოზიცია მექნება მაშინაც თუ კონკურსი მაინც ჩატარდება",–ამბობს მამუკა მღდელაძე.

აღსანიშნავია,რომ მღვდელაძე ერთადერთი იყო, ვისაც  მერის კონკურსში გამოკვეთილი ფავორიტი ბაკურ ბალანჩივაძე ჰყავდა, მაგრამ  კომისიამ საბოლოო არჩევანი "ქართული ოცნების" კანდიდატზე დიმიტრი კოპალიანზე შეაჩერა.

 რაც შეეხება მურღულიას,    ქუთაისის მერის პოსტზე მის შესაძლო  დანიშვნის ფაქტს  მღვდელაძე მიესალმება და ამბობს, რომ მურღულიას  ინფრასტრუქტურის სფეროში  დიდი გამოცდილება აქვს, რაც  ქალაქს ამ მიმართულებით განვითარებაში დაეხმარება.

ქუთაისის საკრებულოს 7 კაციანი  კომისია, რომელიც მერიის სრულ შემადგენლობას აკომპლექტებს და  ადგილობრივ თვითმმართველობაზე ზემოქმედების უმთავრესი ბერკეტია,  მერის შესარჩევ კონკურსს სავარაუდოდ თვის ბოლომდე გამოაცხადებს.

ახალ მერს პოსტზე ყოფნა მხოლოდ რამდენიმე თვე მოუწევს, რადგან 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ  მერს ქალაქის მცხოვრებლები პირდაპირი წესით აირჩევენ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2691
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია