დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შემთხვევა
იმერეთის ტყეებში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად სამაშველო სამსახური ამ დრომდე არ მისულა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/11/06 12:31:10

მეორე დღეა, ხანძარი მძვინვარებს ხარაგაულისა და ჭიათურის რაიონის სასაზღვრე ტერიტორიაზე ტყეში. ცეცხლი რამდენიმე ჰექტარზეა მოდებული. ხანძარს ადგილობრივი მოსახლეობა  შიშველი ხელებით ებრძვის. ადგილზე იმყოფება მხოლოდ ერთი სატყეო რეინჯერი.


მიუხედავად სოფელ გეზრულიდან 112-ზე განხორციელებული არაერთი ზარისა, სახანძრო სამაშველო სამსახური ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილა.

 

მოსახლეობა ცეცხლთან საბრძოლველად რამდენიმე ჯგუფადაა დაყოფილი. ადგილზე მობილიზებულია სოფლის ადმინისტრაცია და ერთადერთი რეინჯერი. ხანძარი მანქანისთვის მიუვალ ადგილებში ვრცელდება და მის ჩასაქრობად ბევრი მუშახელია საჭირო. ადგილობრივები ნიჩბებითა და სხვა ხელსაწყოებით ცდილობენ მის ლოკალიზებას. ადგილობრივების განცხადებით, ცეცხლი დასახლებულ პუნქტს ნახევარ კილომეტრზე მიუახლოვდა, თუმცა მათ შეძლეს ხანძრის შემოტევათან გამკლავება. 

 

 

ისინი ამბობენ, რომ ხანძარი უბისასა და მახათუბნის მიმართულებით იწყებს გავრცელებას. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია