დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები
„საია“: მიუხედავად დარღვევებისა, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/27 16:51:50

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციალიამ“ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.

 

აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას თბილისისა და რეგიონების 36 საარჩევნო ოლქში. დღის 15:00 საათისთვის საია აცხედებს, რომ კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში

 

არასამთავრობო ორგანიზაცია ხმის მიცემის პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე დღის 3 საათისთვის შემდეგ ინფორმაციას აქვეყნება:

 

ამ დროისათვის ფიქსირდება პროცედურული დარღვევები რამდენიმე უბანზე. უკანასკნელი საათების განმავლობაში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულ იქნა სხვადასხვა სახის დარღვევები და დაიწერა საჩივრები. ჩვენი შეფასებით, დარღვევები, ძირითადად, განპირობებული იყო საარჩევნო კანონმდებლობის უცოდინრობით.

 

საკონტროლო ფურცლების შევსებასთან დაკავშირებული პრობლემები

საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა პრობლემები. მარტვილის #35 უბანზე და გურჯაანის #28 უბანზე საკონტროლო ფურცელი ჩააგდეს დროის მითითების გარეშე. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით საიას დამკვირვებლებმა საჩივრები დაწერეს

სხვის ნაცვლად ხმის მიცემა

დიდუბის #26 უბანზე გამოცხადებულმა ამომრჩეველმა ვერ შეძლო კენჭისყრაში მონაწილეობა, ვინაიდან მისი გვარის გასწვრივ დაფიქსირებული იყო ხელმოწერა

 

გადასატანი ყუთის სიასთან დაკავშირებული პრობლემები

ჩოხატაურის ოლქის #31 უბანზე პრობლემები იყო გადასატანი ყუთის სიასთან დაკავშირებით, ვინაიდან გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი იყო ამომრჩეველი, რომლის იდენტიფიცირებაც არ ხდებოდა ამომრჩევლების მიერ გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზნით დაწერილ განცხადებაში

 

დამკვირვებელთა შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი  

კრწანისის 26- უბნის გარეთ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება ორ სადამკვირვებლო ორგანიზაციის - „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიისადამომავლის არჩევანისდამკვირვებელს შორის

 

პრობლემები საჩივრის ჩაბარებასთან დაკავშირებით 

ხელვაჩაურის ოლქის #4 უბანზე კომისიის მდივანმა უარის განაცხადა საჩივრის დარეგისტრირებაზე. მოთხოვნილ იქნა მდივნის პასუხისმგებლობა. ხმაური იყო ჩუღურეთის ოლქის #24 უბანზე, სადაც მდივანი არ არეგისტრირებდა ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის საჩივარს იმ არგუმენტით, რომ დარღვევა უბნის გარეთ მოხდა და საუბნო კომისიას არ ეხებოდა

 

ჩუღურეთის #23 უბანზე საჩივრის ჩაბარებისას კომისიამ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა შესაბამისის რეკვიზიტების გარეშე გასცა. ცნობას არ ჰქონდა კომისიის მდივნის ხელმოწერა და ბეჭედი

 

არასათანადო დოკუმენტებით ხმის მიცემა

ნაძალადევის #100 სპეცუბანზე პირადობის მოწმობის ასლებით ხმა მისცა 6-მა ამომრჩეველმა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი. ასევე ნაძალადევის #77 უბანზე დაფიქსირდა მართვის მოწმობით ხმის მიცემის მცდელობა. საიას დამკვირვებლის ჩარევით აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრა.

 

წილისყრის პროცედურების დარღვევები

ხელვაჩაურის #4 და #13 უბნებზე დაფიქსირდა წილისყრის პროცედურების დარღვევა. ორივე შემთხვევაში მოთხოვნილ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობა

 

ხმის მიცემის პროცედურის სხვაგვარი დარღვევა

რუსთავის ოლქის #27- უბანზე გამოკრული იყო განცხადება, საარჩევნო სუბიექტის- აკაკი ასათიანის მიერ კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. საიას დამკვირვებლის შენიშვნის გათვალისწინებით დარღვევა აღმოიფხვრა. დარღვევას ჰქონდა ადგილი ასევე  დიდუბის ოლქის #4 უბანზე, სადაც კენჭისყრის კაბინაში კანდიდატების ჩამონათვალში შემოხაზული იყო ნინო ბურჯანაძე. საიას დამკვირვებლის მოთხოვნით დარღვევა აღმოიფხვრა.

 

კენჭისყრის პროცესის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები

ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო უბნებზე ერთზე მეტი დამკვირვებლით არიან წარმოდგენილნი, რაც კანონდარღვევაა. მსგავსი ფაქტები ფიქსირდება ჩუღურეთის და დიდუბის ოლქებში.   ეს ორგანიზაციებიაყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“, „მწვანე დედამიწა“, „თავისუფალი არჩევანი“,  „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია.“ 

 

საბურთალოს ოლქის #73  უბანზე 9:00 საათისთვის საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ პირები, რომლებიც აწარმოებენ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას. განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს და მიზანშეუწონელია

 

ამ დროისათვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 20 საჩივარი და 40-ზე მეტი შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2616
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია