დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მსოფლიო რეიტინგი
ადამიანური კაპიტალის რეიტინგში საქართველო 77-ე ადგილზეა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/15 12:31:18

 მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა სახელმწიფოების ადამიანური კაპიტალის რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში სულ 122 ქვეყანა მოხვდა და მასში საქართველო 77-ე ადგილზეა. რეიტინგის შეფასებები განისაზღვრა განათლების, ჯანდაცვის, შრომითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და დასაქმების მაჩვენებლების მიხედვით.

ლიდერთა ათეულში, ადამიანური კაპიტალის მაჩვენებლის მიხედვით, მოხვდნენ შვეიცარია, ფინეთი, სინგაპური, ნიდერლანდები, შვედეთი, გერმანია, ნორვეგია, დიდ ბრიტანეთი, დანია და კანადა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მნიშვნელოვნად უსწრებენ პოსტსაბჭოთა ქვეყნები. ესტონეთი რეიტინგში 27-ე ადგილზეა, ლიტვა 34-ე ადგილზე, ლატვია 38-ე ადგილზე, ყაზახეთი 45-ე ადგილზე, რუსეთი 51-ე ადგილზე, უკრაინა  63-ე ადგილზე, აზერბაიჯანი 64-ე ადგილზე, სომხეთი 73-ე ადგილზე. საქართველოზე ცუდი მაჩვენებელი აქვს მოლდოვას (83-ე ადგილი) და ყირგიზეთს (92-ე ადგილი).

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2553
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია