დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კლინიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი მომსახურეობის დაწესებულება გაიხსნა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/10 19:21:25

იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში დღეს, გადაუდებელი მომსახურეობის სამედიცინო დაწესებულება გაიხსნა.

„emergency“ თავის მასშტაბებით დასავლეთ საქართველოში ერთადერთია და ის მთელ დასავლეთ საქართველოს მოემსახურება. განყოფილება 80 პაციენტზეა გათვლილი, რომელიც უახლესის სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი. კლინიკაში ფუნქციონირებს მცირე საოპერაციო, შოკის დარბაზი. მაღალტექნოლოგიური რეანიმაციული საწოლი, ასევე ობსერვაციის დროებითი დაყოვნების პალატები.

გადაუდებელი მომსახურეობის სამედიცინო დაწესებულების ფარგლებში კლინიკურ საავადმყოფოში დამატებნით ახალი 27 სამუშაო ადგილი შეიქმნა. კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის ჯანო ვაშაძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალი კონკურსის წესით შეირჩა. რის შემდეგაც შერჩეულმა კადრებმა მუშაობის დაწყებამდე შესაბამისი ტრეინინგები გაიარეს. განყოფილება 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. პაციენტები განყოფილების ფარგლებში ჩვეულებრივ სადაზღვეო პოლისით ისარგებლობლებენ.

 

განყოფილების შესახებ ვრცლად იხილეთ გაზეთ „p.s.“-ის უახლოეს ნომერში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5132
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია